
საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების მოვალეობაა საუნივერსიტეტო ბაზების, პროგრამული პროდუქტების და ელექტრონული ფოსტის შექმნა-ადმინისტრირება, აგრეთვე მუშაობა და კონსულტაცია როგორც უნივერსიტეტის ვებ-გვერდის, ასევე სხვა პროგრამული პროდუქტების მიმართულებით.
უნივერსიტეტის ინფორმაციის დიდი ნაწილი საუნივერსიტეტო მონაცემთა ბაზების სისტემით იმართება. ესენია:
-
საუნივერსიტო პროგრამები და მათი აღწერები;
-
საუნივერსიტეტო საგნები და მათი აღწერები, სილაბუსები;
-
“ჩემი UG”-ში გამოტანილი ინფორმაციები (სტუდენტთა შეფასებები, გაცდენები, სასწავლო და საგამოცდო ცხრილები,შეტყობინებები, სემესტრებზე რეგისტრაცია);
-
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მონაცემები;
-
ადმინისტრაციისა და სხვა პერსონალის მონაცემები;
-
სტუდენტთა პირადი მონაცემები...და სხვა.
ინფორმაციის არასრულყოფილად გამოტანის, ხარვეზების ან მათში საჭირო ცვლილებების და დამატებების შესატანად გთხოვთ მიმართოთ საუნივერსიტეტო ბაზების მენეჯერს დავით ჯაფარიძეს.
პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი დავით ჯაფარიძე
ოთახი: 511, III კორპუსი
ტელ: 24 11 44 (104)
ელ.ფოსტა: d.japaridze@ug.edu.ge

