მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი
საქართველოს უნივერსიტეტის ენების სასწავლო ცენტრი

*** Multilingua ***

გთავაზობთ   უცხო ენების  სწრაფად შემსწავლელ კურსებს
სხვადასხვა მიზნების, ასაკის, პროფესიისა და დონისათვის
 
 
მოგესალმებით საქართველოს უნივერსიტეტის ენების ცენტრის ვებგვერდზე.
 
საქართველოს უნივერსიტეტის ენების ცენტრში უცხო ენების შესწავლა შესაძლებელია არა მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, არამედ ყველა მსურველისათვის.
უცხო ენების კურსები ითვალისწინებს უცხო ენაში ცოდნის გაღრმავებას ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით. იგი აწვდის მასალებს უცხოენოვანი ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, ყოველდღიური რეალიების, ღირებულებების, ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების და სოციო-კულტურული თავისებურებების შესახებ.
 
კურსები განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს აიმაღლოს ცოდნის დონე ან დაეუფლოს უცხო ენას.
 
კურსები აგებულია ენის სწავლების ახლებური და თანამედროვე მეთოდებით, ვიდეო და აუდიო მასალებით და უზრუნველყოფილია ტექნიკურად აღჭურვილი მაღალი დონის აუდიტორიებით. იგი სთავაზობს ცალკეული სამეტყველო უნარ-ჩვევების განმავითარებელ, ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებელ სხვადასხვა მოდულს, რაც სასურველი მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.
 
ენების ცენტრში მოქმედებს ახალი პროგრამა -საქართველოსა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი ენის კურსები, რაც ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას  გერმანიაში (მიუნსტერის უნივერსიტეტში).პროგრამა ხელმისაწვდომია არა  მარტო  საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, არამედ ყველა მსურველისთვის.
 
მიუნსტერის უნივერსიტეტში შესაძლებელია: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური ენების შესწავლა. მიუნსტერის ენის კურსების დამთავრების შემდეგ მონაწილენი მიიღებენ  მიუნსტერის უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის სერტიფიკატს.
 
საქართველოს უნივერსიტეტის ენების ცენტრში აგრეთვე შესაძლებელია მიუნსტერის უნივერსიტეტის ენის გამოცდის ჩაბარება და DSH-ს დიპლომის აღება, რომელიც გერმანიის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ სწავლის შესაძლებლობას იძლევა. DAAD-ის მომავალი სტიპენდიანტები, რომლებიც ჩააბარებენ  DSH-ს გამოცდას, გათავისუფლდებიან გამოცდისგან გერმანულ ენაში.
 
კურსებს ხელმძღვანელობენ საქართველოსა და უცხოურ ქვეყნებში მომუშავე პროფესორები, მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტები.
გისურვებთ გამოიყენოთ ენების შესწავლის ეს შესაძლებლობები.
 
ცენტრის დირექტორი:
პროფესორი ნინო აბრალავა
ტელ.: 24 11 44 (175)
ელ. ფოსტა: n.abralava@ug.edu.ge
    
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013
best tracker