ჩინური ენა
(დაწყებითი დონე)
კურსი განკუთვნილია ენის შემსწავლელთათვის , რომლებიც (არ ფლობენ ჩინურ ენას) იწყებენ ენის შესწავლას. კურსი ემსახურება საწყის ეტაპზე მოსამზადებელი, მარტივი გრამატიკული ფორმების მიწოდებას, ლექსიკური ბაზის შექმანს. დიდი ყურადღება დაეთმობა სტუდენტთა ჩინურ ენაზე საუბრის, წერის, მოსმენის, კითხვის უნარების ჩამოყალიბებას.
(ელემენტარული დონე)
კურსის მიზანია, შესძინოს ენის შემსწავლელს სამეტყველო უნარ-ჩვევები: ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა, ზოგად თემებზე საუბრის წარმართვის, მარტივი წინადადებების გაგების და გამოყენების, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების, ინფორმაციის გაცვლის, მოსმენილის გაგებისა და გადმოცემის უნარი.
(საშუალოს წინა)
კურსი განკუთვნილი არის ენის შემსწავლელებისთვის, რომლებიც ფლობენ ჩინურ ენას საბაზისო დონეზე. კურსი ემსახურება ენობრივი კომპეტენციების კიდევ უფრო გაღრმავებას. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩინური ენის ცოდნის დონის ამაღლებას. ყურადღება დაეთმობა სტუდენტთა ჩინურ ენაზე საუბრის, წერის, მოსმენისა და კითხვის უნარების და სიტყვების მარაგის გაუმჯობესებას.

