მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
უცხო ენის დარგობრივი კურსები

 
გთავაზობთ უცხო ენების კურსებს შემდეგი სპეციალობებისთის:
  • იურიდიული;
  • ეკონომიკა/ბიზნეს კომუნიკაცია;
  • ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
კურსის მიზანია, დარგობრივი ინტერესების გათვალისწინებით, მისცეს კურსის მონაწილეს პროფესიულ სფეროში წარმატებული კომუნიკაკაციის შესაძლებლობა, დარგობრივი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს მას უცხო ენაზე სწორად და თავისუფლად პროფესიული ტექსტის აღქმა-გაგების  და პროფესიულ თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველების უნარი. შეუქმნას მას უცხოენოვანი გარემო, შესძინოს კომუნიკაციური კომპეტენცია. ყურადღება გამახვილდება ასევე გრამატიკულ სტრუქტურებზე, მეტყველების სხვადასხვა ფუნქციურ სტილზე, ფრაზეოლოგიურ ერთეულებზე, მყარ გამოთქმებზე, სინონიმებზე, ანტონიმებზე, სიტყვათა მნიშვნელობებზე, ზეპირი მეტყველების სწორ სტილისტურ გაფორმებაზე.
 
კურსი ,აგრეთვე, ითვალისწინებს,  ენის შემსწავლელთა პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა აქტუალურ პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულსა თუ სხვა სფეროებში წარმატებულ კომუნიკაციას.
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker