მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

A 1

A1/1
A1/2

აწყებითი დონე

A 2

A2/1
A2/2

ელემენტარული დონე

B 1

B1/1

B1/2

საშუალოს წინა დონე

საშუალო დონე

B 2

B2/1

B2/2

საშუალოს ზედა დონე  I

საშუალოს ზედა დონე  II

დარგობრივი კურსები:
იურიდიული;
ეკონომიკა/ბიზნესკომუნიკაცია;
ჰუმანიტარული,საზოგადოებრივიდასაბუნებისმეტყველომეცნიერებები;
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა;
ინფორმაციული ტექნოლგიები

C 1

 

C 2

 C1/1
 C1/2

C2/1
C2/2

 

მაღალი დონე I

 

მაღალი დონე II

 

დარგობრივი კურსები:
იურიდიული;
ეკონომიკა/ბიზნესკომუნიკაცია;
ჰუმანიტარული, საზოგადოებრივიდასაბუნებისმეტყველომეცნიერებები;
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა;
ინფორმაციული ტექნოლგიები

A1 დაწყებითი დონე
კურსი განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იწყებენ ენის შესწავლას. კურსი ემსახურება საწყის ეტაპზე მოსამზადებელი მარტივი გრამატიკული ფორმების მიწოდებას, ლექსიკური ბაზის შექმნას. სწავლისას დიდი ყურადღება მიენიჭება სტუდენტთა ინგლისურ ენაზე საუბრის, წერის, მოსმენის, კითხვის უნარების ჩამოყალიბებას.
 
A2 ელემენტარული დონე
კურსის მიზანია შესძინოს ენის შემსწავლელს სამეტყველო უნარ-ჩვევები: ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა. ზოგად თემებზე საუბრის წარმართვის, მარტივი წინადადებების გაგების და გამოყენების, მონოლოგიური და დიალოგური მეტყველების, ინფორმაციის გაცვლის, მოსმენილის გაგების და გადმოცემის უნარი.
 
B 1/1 საშუალოს წინა
ეს კურსი განკუთვნილი არის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას საბაზისო დონეზე. კურსი ემსახურება ენობრივი კომპეტენციების კიდევ უფრო გაღრმავებას. ყურადღება დაეთმობა სტუდენტთა ინგლისურ ენაზე საუბრის, წერის, მოსმენისა და კითხვის უნარების და  სიტყვების მარაგის გაუმჯობესებას.
კურსის მსვლელობისას გამოყენებულია პრაქტიკული საქმიანი დოკუმენტაცია, ვიდეო და აუდიო მასალები, სხვადასხვა რეალური სიტუაციები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შესწავლილი მასალა პრაქტიკულად გამოიყენონ.
 
B 1/2 საშუალო დონე
კურსის მიზანია შესძინოს ენის შემსწავლელს სამეტყველო უნარ-ჩვევები: ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა. მისცეს მას მდიდარი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს  უცხო ენაზე სწორად და თავისუფლად მეტყველების, აღქმა-გაგების უნარი.
ინგლისური ენის კურსი მიზნად ისახავს სტუდენტთა ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებას. ყურადღება დაეთმობა სტუდენტთა ინგლისურ ენაზე საუბრის, წერის, მოსმენისა და კითხვის უნარების და სიტყვების მარაგის გაუმჯობესებას.
კურსის მსვლელობისას გამოყენებულია პრაქტიკული საქმიანი დოკუმენტაცია, ვიდეო და აუდიო მასალები, სხვადასხვა რეალური სიტუაციები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შესწავლილი მასალა პრაქტიკულად გამოიყენონ.
 
B 2 საშუალოს ზედა დონე
კურსის მიზანია, სტუდენტს მისცეს ინგლისური ენის ცოდნის მაღალი კომპეტენცია.
ინგლისური ენის ათვისება იმ დონეზე, რომ ენის შემსწავლელმა შეძლოს სწორად და თავისუფლად ნებისმიერი ტექსტის აღქმა-გაგება, საყოფაცხოვრებო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ენათმეცნიერულ, ლიტერატურათმცოდნეობით და ნებისმიერ სხვა თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველება.

სწავლებისას გამოიყენება მრავალფეროვანი და მაღალეფექტური მეთოდები, რაც უზრუნველყოფს ენის შესწავლის სწრაფ პროგრესს.
 
C 1 მაღალი დონე
კურსის მიზანია უცხო ენის ცოდნის მაღალი კომპეტენციისათვის შესაბამისი სირთულის, პროფესიულ-დარგობრივ თემატიკის მქონე, ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. კურსი მისცემს ენის შემსწავლელს დარგობრივ ლექსიკურ მარაგს, განუვითარებს მას ინგლისურ ენაზე სწორად და თავისუფლად  ნებისმიერი პროფესიული ტექსტის აღქმა გაგების, და პროფესიულ თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველების უნარს. ენის შემსწავლელთა პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა აქტუალურ პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის მიღება, ხელს შეუწყობს მათ პროფესიულსა თუ სხვა სფეროებში წარმატებულ კომუნიკაციას.

დარგობრივი ენის კურსები

  • დარგობრივი კურსები:
  • იურიდიული;
  • ეკონომიკა/ბიზნეს კომუნიკაცია;
  • ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები.

 
კურსის მიზანია დარგობრივი ინტერესების გათვალისწინებით მისცეს კურსის მონაწილეს პროფესიულ სფეროში წარმატებული კომუნიკაკაციის შესაძლებლობა. აღნიშნული კურსის სწავლება მოიცავს ენობრივი აქტივობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა: კითხვა, აუდირება, წერითი და ზეპირი კომუნიკაცია.
პროფესიულ თემებზე ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
ინგლისურ ენაზე მოსმენილი სხვადასვა მასალის შინაარსის ადექვატური გაგება და გააზრება;
პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავება;
დამოუკიდებლად მუშაობისათვის საჭირო ტექნიკის დაუფლება;
ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრისათვის დამახასიათებელი სტილისტური ელემენტების ცოდნა;

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker