ფრანგული ენა
A1 (დაწყებითი დონე)
კურსი განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც (არ ფლობენ ფრანგულ ენას) იწყებენ ენის შესწავლას. კურსი ემსახურება საწყის ეტაპზე მოსამზადებელი, მარტივი გრამატიკული ფორმების მიწოდებას, ლექსიკური ბაზის შექმანს. დიდი ყურადღება დაეთმობა სტუდენტთა ფრანგულ ენაზე საუბრის, წერის, მოსმენისა და კითხვის უნარების ჩამოყალიბებას.
A2 (ელემენტარული დონე)
კურსის მიზანია, შესძინოს ენის შემსწავლელს სამეტყველო უნარ-ჩვევები: ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა, ზოგად თემებზე საუბრის წარმართვის, მარტივი წინადადებების გაგების და გამოყენების, მონოლოგიური და დიალოგური მეტყველების, ინფორმაციის გაცვლის, მოსმენილის გაგების და გადმოცემის უნარი.
B1 ფრანგული ენა (საშუალოს წინა)
კურსი განკუთვნილი არის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ფლობენ ფრანგულ ენას საბაზისო დონეზე. კურსი ემსახურება ენობრივი კომპეტენციების კიდევ უფრო გაღრმავებას. ყურადღება დაეთმობა სტუდენტთა ფრანგულ ენაზე საუბრის, წერის, მოსმენისა და კითხვის უნარების და სიტყვების მარაგის გაუმჯობესებას.

