მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეები

 

A 1

A1/1
A1/2

დამწყებითი დონე

A 2

A2/1
A2/2

ელემენტარული დონე

B 1

B1/1
B1/2

საშუალო დონე

B 2

B2/1
B2/2

საშუალო დონე

C 1

 

C 2

C1/1
C1/2

C2/1
C2/2

მაღალი დონე

 

A1- დაწყებითი დონე
კურსის მიზანია ენის შემსწავლელს შეუქმნას საფუძველი უცხო ენის შემდგომი სრულყოფისათვის, შესძინოს მას ყოფით სფეროებში საუბრის წარმართვის, მარტივი წინადადებების გაგების და გამოყენების, თავის წარდგენის, მარტივი კითხვის დასმის, პასუხის გაცემის, მისთვის ნაცნობ თემებზე მოსმენილის გაგების და გადმოცემის, მარტივი გამონათქვამებით მეტყველების უნარი.
კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს დაიწყოს უცხო ენის შესწავლა და საერთოდ არ აქვს საფუძველი ენაში. ასევე მათთვის ვისაც სურს Aupair- ის პროგრამით გაემგზავროს გერმანიასა თუ ავსტრიაში ან მიიღოს მონაწილეობა მიუნსტერის საზაფხულო კურსებში.


A2- ელემენტარული დონე
კურსის მიზანია შესძინოს ენის შემსწავლელს სამეტყველო უნარ/ჩვევები: ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა. ზოგად თემებზე საუბრის წარმართვის, მარტივი წინადადებების გაგების და გამოყენების, მონოლოგიური და დიალოგური მეტყველების, ინფორმაციის გაცვლის, მოსმენილის გაგების და გადმოცემის უნარი.


B1- საშუალო დონე
კურსის მიზანია შესძინოს ენის შემსწავლელს სამეტყველო უნარ/ჩვევები: ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა. მისცეს ენის შემსწავლელს მდიდარი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს მას უცხო ენაზე სწორად და თავისუფლად მეტყველების, აღქმა-გაგების უნარი.


B2- საშუალო დონე
კურსის მიზანია მისცეს ენის შემსწავლელს მდიდარი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს მას უცხო ენაზე აღქმა-გაგების, საყოფაცხოვრებო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სხვა თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველების უნარი.
(კურსის მიზანია მიზანმიმართულად მოამზადოს მომავალი მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასევე DAAD-ეს მომავალი სტიპენდიანტები უცხო ენაში B1, B2, C1, DSH– ის სერტიფიკატების მოსაპოვებლად, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში მისაღები გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად).

C1- საშუალო დონე
კურსის მიზანია მისცეს კურსის მონაწილეს პროფესიულ სფეროში წარმატებული კომუნიკაციის შესაძლებლობა. განუვითაროს მას უცხო ენაზე სწორად და თავისუფლად ნებისმიერი ტექსტის აღქმა-გაგების, საყოფაცხოვრებო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ენათმეცნიერულ, ლიტერატურათმცოდნეობით და ნებისმიერ სხვა თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველების უნარი. შეუქმნას მას უცხოენოვანი გარემო.
(კურსი განკუთვნილია აგრეთვე დოქტორანტებისთვის და DAAD-ის მომავალი სტიპენდიანტებისთვის უცხო ენაში TOEFL, GRE, GMAT, DSH, DELFF– ის სერტიფიკატების მოსაპოვებლად, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში მისაღები გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად).

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker