2009 წლის მდგომარეობით, საქართველოს უნივერსიტეტის საკუთრებაშია 3 სასწავლო კორპუსი, ღია სპორტული მოედნები და სპორტული დარბაზი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტმა შეისყიდა და 2007 წ. 1 მარტს საკუთრებაში გადმოეცა თბილისში, კოსტავას 77-ში მდებარე შემდეგი ქონება:
-
731 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 2 858 კვ.მ. (1-ლი სასწავლო კორპუსი, გარემონტებული, დატვირთულია)
-
877 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 866 კვ.მ. (სპორტული დარბაზი, გარემონტებული, დატვირთულია)
-
587 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 4 091 კვ.მ. (მე-2 სასწავლო კორპუსი, გარემონტებული, დატვირთულია)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტმა შეისყიდა და 2007 წ. 27 აგვისტოს საკუთრებაში გადმოეცა:
-
თბილისში, კოსტავას 77-ში მდებარე სპორტული მოედნები და მათზე დამაგრებული 9 273 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. (დატვირთულია)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში გამარჯვების შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტმა შეისყიდა და 2008წ. 25 ივნისს, საკუთრებაში გადმოეცა:
-
თბილისში, კოსტავას 77-ში მდებარე, მშენებარე შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 16 202 კვ.მ. და მასზე დამაგრებული 5 059 კვ. მ მიწის ნაკვეთი (მე-3 სასწავლო კორპუსი, ნაწილობრივ დატვირთული, მიმდინარეობს რემონტი).

