მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
საქართველოს უნივერსიტეტის დაცვისა დაუსაფრთხოების სამსახური შეიქმნა 2005 წელს. სამსახურის საქმიანობა განსაზღვრულია საუნივერსიტეტო წესდებით. დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას სამსახური იყენებს სამთვალყურეო კამერებს და თანამშრომლობს დაცვის პოლიციასთან. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურს დავალებული აქვს შემდეგი ამოცანების შესრულება:
 

  • დაიცვას უნივერსიტეტის შენობა და საუნივერსიტეტო ინვენტარი.
  • უზრუნველყოს უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების უსაფრთხოება. 
  • გააკონტროლოს სტუდენტთა შემოსვლა და გასვლა უნივერსიტეტიდან სტუდენტური ბარათების საშუალებით.
  • გააკონტროლოს უნივერსიტეტში ვიზიტორების შემოსვლა და გასვლა ერთჯერადი საშვებით.
  • დააფიქსიროს უნივერსიტეტში თანამშრომლების მოსვლისა და წასვლის დროები და აღნიშნული ინფორმაცია ყოველი კვირის დასაწყისში მიაწოდოს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას.
  • გმოავლინოს უნივერსიტეტის შიდა განაწესის დამრღვევი სტუდენტები და მათთან მიმართებაში გამოიყენოს საუნივერსიტეტო წესდებით გათვალისწინებული სანქციები.
  • უზრუნველყოს ახალი სტუდენტებისათვის სტუდენტური ბარათების დროულად დამზადება.
  • არ დაუშვას უცხო პირთა შემოსვლა უნივერსიტეტის შენობაში.
  • პერიოდულად აღწეროს უნივერსიტეტში დაზიანებული ინვენტარი  და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს მატერიალური რესურსების მართვის სამსახურს.
  • დააფიქსიროს დღის განმავლობაში ლექციების დაწყებისა და დასრულების დრო და, დარღვევების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს უნივერსიტეტის სასწავლო განყოფილებას და უნივერსიტეტის რექტორს.

     
 
 დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი: 
რეზო ჯანელიძე 
ტელ.: 24-11-44 (107 ან 161 )
მობ.: 895 54-25-80
ელ. ფოსტა: r.janelidze@ug.edu.ge
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012
best tracker