უნივერსიტეტის მისია და მიზნები
მისია:
გააფართოვოს ცოდნის არსებული საზღვრები ახალი ცოდნის შექმნის საფუძველზე და ყველას მისცეს ისეთი განათლება და ცოდნა, რომ ცხოვრებაში წარმატებული სამსახურებრივი კარიერის, თუ მეცნიერული მიღწევების მეშვეობით, რომელიც დაეფუძნება პატიოსნებას, ღირსებას, თავდაუზოგავ შრომასა და მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას, ხელი შეუწყოს ჩვენი საზოგადოების თანამედროვე ტიპის მაღალგანვითარებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ, ჰუმანურ, ზნეობრივ, ფიზიკურად ჯანსაღ და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოებად გარდაქმნას და ამით ემსახუროს საკუთარ ერს, სახელმწიფოს და, შესაბამისად, მთელ კაცობრიობას;
მიზნები:
უნივერსიტეტის მიზნებს განაპირობებს უნივერსიტეტის მისია.
შესაბამისად, უნივერსიტეტის უახლოესი მიზნებია:
-
საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულებით სწავლება და ცოდნა საქართველოში მიუსადაგოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სამუშაოდ მოამზადოს თანამედროვე ამერიკული და ევროპული მართვის მეთოდებისა და მოდელების მცოდნე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც მშობლიურთან ერთად სრულყოფილად ეცოდინებათ ინგლისური და, სურვილის შესაბამისად, სხვა უცხო ენები.
-
თანამედროვე მაღალტექნოლოგიების ეპოქაში ახალგაზრდებს მისცეს მულტიდისციპლინური განათლება და განუვითაროს მათ შემოქმედებითად აზროვნების უნარ-ჩვევები, რათა ისინი იქცნენ მაქსიმალურად კონკურენტუნარიან ადამიანებად.
-
თანამედროვე ეპოქა ადამიანებისაგან მოითხოვს სწავლის პროცესის უწყვეტობას. ფაქტობრივად, ყველა, ვისაც სურვილი აქვს არ ამოვარდეს აქტიური ცხოვრების ფერხულიდან, იძულებულია, მუდამ განაახლოს თავისი ცოდნა, ტრეინინგების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისა და პროგრამების, თუ, საერთოდ, ახალი პროფესიების შეძენის გზით. ამ მხრივ უნივესიტეტის მიზანია სპეციალური პროგრამების შემუშავება, რათა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში მომუშავე ადამიანებს მისცეს მათთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების როგორც მუდმივად განახლება-სრულყოფის, ისე ახალი ცოდნის შეძენის საშუალება.
-
ყველა და ყველაფერი ჩააყენოს ეროვნული ინტერესის სამსახურში. ეროვნული ინტერესი კი გულისხმობს არა ყალბ პათოსს, არამედ დღეისთვის ქართულად არარსებული სახელმძღვანელოების შექმნას და, შესაბამისად, სტუდენტებისათვის მასალის მშობლიურ ენაზე მიწოდებას, სათანადო ტერმინოლოგიის დამუშავებას, საზოგადოებაში თანამედროვე ცოდნის დანერგვას რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეთა უკეთესი, უზრუნველყოფილი ცხოვრებისა და, როგორც შედეგი, ქართული კულტურისა და ქართული ცივილიზაციის აყვავებისა და წინსვლის საწინდარი გახდება.

