საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ყველა საუნივერსიტეტო პროგრამის მიმართულებით მოიპოვება უახლესი სახელმძღვანელოები და წიგნები, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად მიიღონ საჭირო ლიტერატურა და იმუშაონ მათთვის საინტერესო მიმართულებით. გარდა ამისა, სუ-ის ბიბლიოთეკა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის. აქ თქვენ დაგხვდებათ მდიდარი ფონდები ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის, ეკონომიკის, ბიზნესის, პოლიტიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ისტორიის, ლიტერატურისა და მეცნიერების მრავალი სხვა დარგის მიმართულებით. სუ-ის ბიბლიოთეკა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისე ფართო საზოგადოებას სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას, რაც მკითხველს უადვილებს საჭირო ინფორმაციის მიღებას.
მობრძანდით საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში





