მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
 
    დასახელება: აკადემიური წერა
ავტორები: შალვა დუნდუა, ნანა შავთვალაძე
გამოშვების წელი: 2009
 
წიგნში მარტივად, ნათლად და თანმიმდევრულად მიეწოდება მკითხველს აკადემიური წერის თეორიული ნაწილი, უამრავი ნიმუშითა და პრაქტიკული დავალებებით. სახელმძღვანელო ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ საშუალებას აძლევს სტუდენტს აიმაღლოს წერის კულტურა.
წიგნის პირველი ნაწილი აგებულია საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული აკადემიური წერის პრინციპებზე.  განხილულია, თუ რისგან შედგება ესე, რა აგებულება აქვს, რა სტილით და როგორ შეიძლება დაიწეროს, როგორ უნდა გაიშალოს მსჯელობა, როგორ დაიხვეწოს ტექსტი და ა.შ.
ამასთანავე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, აღგვეწერა სხვადასხვა ტიპის ესეს შედგენის ხერხები და საშუალებები, ვინაიდან მათი ცოდნა და გამოყენება სტუდენტებს აუცილებლად დასჭირდებათ ჩვენს აკადემიურ სივრცეში.
წიგნს დანართის სახით ერთვის საქმიანი დოკუმენტების ნიმუშები. ამ ტიპის მასალაზე  არსებობს დიდი მოთხოვნა და ამიტომაც გავხადეთ ეს მასალა სტუდენტთათვის ხელმისაწვდომი.  წიგნის დანართი შეიცავს, აგრეთვე, ტესტებს თავისივე პასუხებით. ვფიქრობთ, რომ ეს ტესტები დაეხმარება სტუდენტს თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და გაღრმავებაში. 

პირველი გამოცემა                         ISBN 9789994050819

 
   
დასახელება: პოლიტიკა
ავტორი: ენდრიუ ჰეივუდი
გამოშვების წელი: 2008
 
წიგნი 5 მთავარ თემას მისდევს: I ნაწილი _ პოლიტიკის თეორია _ იმ კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ საკითხებს იკვლევს, რაც საერთოდ პოლიტიკის შესწავლის საფუძველთა-საფუძველია; II ნაწილი გლობალიზაციისა და სახელმწიფოების მნიშვნელობას ეხება _ განსაკუთრებით, ერი-სახელმწიფოს როლს ინტერნაციონალიზაციისა და გლობალური პოლიტიკის ჩასახვის პირობებში; III ნაწილში განვიხილავთ ურთიერთკავშირს პოლიტიკურ და არა-პოლიტიკურ ძალთა, და ურთიერთობის არხებს მმართველთა და მართულთა შორის; IV ნაწილი მმართველობის მექანიზმებსა და იმ ინსტიტუციურ თუ პოლიტიკურ პროცესებს ეთმობა, რაც ხელისუფლების ბუნებასა და ასევე, მისი საქმიანობის ხელწერაზეც ახდენს ზეგავლენას. დასკვნითი, V ნაწილი _ პოლიტიკური კურსის და მისი ცხოვრებაში გატარების საკითხებს მიმოიხილავს: გავაანალიზებთ, თუ როგორ ხდება ხსენებული კურსის განსაზღვრა და როგორ ფასდება პოლიტიკური სისტემების ავ-კარგიანობა _ რაც, თავის მხრივ, ისევ პირველი ნაწილის თეორიულ და იდეოლოგიურ მსჯელობასთან მიგვაბრუნებს.
 
ISBN-978-9941-406-29-4
 
    დასახელება: მცირე შედევრები,   ალმანახი I
გამოშვების წელი: 2009
რედაქტორები: გ. ჭუმბურიძე,  ზ. ჭილაძე
გარეკანი: ნანუკა ჭილაძე
 
დაიბეჭდა საქართველოში, თბილისში
გამომცემლობა “საქართველოს უნივერსიტეტი”
ISBN 1987-7455

   

დასახელება: ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა
ავტორი: თენგიზ ვერულავა
გამოცემის წელი: 2008
 
წიგნში განხილულია ჯანდაცვის ეკონომიკის კონცეფციები, ჯანდაცვის ეკონომიკის ძირითადი საკითხები, ეკონომიკა და ჯანდაცვის სექტორი, ეკონომიკური ურთიერთობების თავისებურებები ჯანდაცვაში, ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება, დაფინანსების ასპექტები, ფუნქციები, სისტემები, ჯანდაცვის ხარჯები, დაფინანსების წყაროები, ჯანმრთელობის დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევის არსი და პრინციპები, სოციალური და ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა, მართული ჯანდაცვა, რესურსების განაწილება ჯანდაცვის სექტორში, სამედიცინო მომსახურების ხარჯები, სამედიცინო ეფექტურობა, სამედიცინო მომსახურების ეკონომიკური შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა ჯანდაცვის სფეროში, სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, ჯანდაცვის სისტემის ფუნქციები, მიზნები, მართვა, ჯანდაცვის სისტემის რეგულირების მექანიზმები, სამედიცინო ორგანიზაციების ეკონომიკურ-სამართლებრივი ფორმები, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები, სამედიცინო ორგანიზაციის შიდასამეურნეო ურთიერთობების საფუძვლები.
წიგნი განკუთვნილია ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სპეციალისტებისათვის, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.
 
მეორე გამოცემა        ISBN 9789994050758

   

დასახელება: ვუმღერი მიწას, ლექსების კრებული
ავტორი: ედუარდ რაუპი
თარგმანი: ქეთი ჩხეიძეს და მარი მანველიშვილს
ილუსტრაცია: ნანა გერასიმოვა
გამომცემლობა: საქართველოს უნივერსიტეტი
ISBN:  978-99940-50-11-6
   
სახელმძღვანელო “ჟურნალისტიკის ისტორია” განკუთვნილია ჟურნალისტიკისა  და მასკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  (საერთოდ ჟურნალისტიკის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის) და მისი  შედგენილობაც ამ გარემოებითაა განპირობებული. ეს წიგნი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და საქართველოს  მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ისტორიის ზოგადი კურსის  გადმოცემის ერთობ მოკრძალებულ ცდაა და ალბათ არ იქნება ხარვეზებისაგან დაზღვეული. ამდენად, ყურადღებით მივიღებთ ყველა სათანადოდ დასაბუთებულ შენიშვნებსა და წინადადებებს.
       
თინათინ თოფურია
 
დაგვიანებული წერილი
 
2009
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker