საქართველოს უნივერსიტეტის დროშა მართკუთხა ფორმის თეთრი ქსოვილია.
სიმაღლის და სიგანის შეფარდებაა - 3:4.
მის ცენტრში მოთავსებულია უნივერსიტეტის ლოგო, რომელიც დროშის სიმაღლის 1/2 -ია.
ლოგოს ზემოთ და ქვემოთ განლაგებულია სა (”საქართველოს უნივერსიტეტი”) ქართულ, ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ UG ("University of Georgia") ინგლისურ ენებზე , რომელთა სიმაღლე დროშის სიმაღლის 1/10-ია. წარწერები წითელი ფერისაა.
ლოგო და წარწერები შემოსაზღვრულია წითელი ფერის რომბით, რომლის წვეროები განლაგებულია დროშის შემომსაზღვრელი მართკუთხედის გვერდების ცენტრებიდან დროშის სიმაღლის 1/50-ით დაშორებულ წერტილებში.

