![]() საფინანსო განყოფილებას ხელმძღვანელობს ფინანსური მენეჯრი - ეკატერინე თოფურია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 24 11 44 (105)
ელ. ფოსტა: ek.topuria@ug.edu.ge
ოთახი: 505, III კორპუსი
საფინასო განყოფილებას ევალება:
რა შემთხვევაში მიმართავს სტუდენტი საფინანსო განყოფილებას?
სტუდენტმა უნდა მიმართოს საფინანსო განყოფილებას, რომ შეამოწმოს მის მიერ გადახდილი თანხების სიზუსტე და დროულობა.
ხშირად სტუდენტებისთვის მოულოდნელი ხდება პირგასამტეხელო, რომელიც ერიცხებათ სწავლის საფასურის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, სტუდენტი კარგად უნდა გაეცნოს უნივერსიტეტის წესდებით დადგენილ გადახდის ვადებს.
აქვე შეგახსენებთ სტუდენტთა სასწავლო პროგრამებზე რეგისტრაციის პირობებს:
სარეგისტრაციო პროცედურა მაგისტრანტებისათვის
საგანებზე დარეგისტრირება გულისხმობს:
დარეგისტრირების ვადები:
სარეგისტრაციო პროცედურა ბაკალავრებისათვის და უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტებისათის
სასწავლო წელზე დარეგისტრირება უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისთვის გულისხმობს:
დარეგისტრირება წარმოებს სასწავლო ნაწილის ოფისში ან სტუდენტის პერსონალური ვებ-გვერდიდან, რუბრიკაში - ჩემი UG.
დარეგისტრირების ვადები:
იხილეთ ვრცლად (გვერდი 35; პუნქტი 4)
სარეგისტრაციო პროცედურა დოქტორანტებისათვის
პროგრამის მოთხოვნებიდან და დოქტორანტის პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, მას ეძლევა ორი შესაძლებლობა: პროგრამაში დარეგისტრირდეს სრული განაკვეთით – სწავლების 3 წელი, ნაწილობრივი განაკვეთით – სწავლების 6 წელი.
სრული განაკვეთით სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია გულისხმობს, რომ სტუდენტმა: რეგისტრაციის მომენტში უნდა გადაიხადოს პროგრამის ღირებულების მესამედი – ანუ I სასწავლო წლის ღირებულება;
I სასწავლო წლის დასრულებიდან (16 კვირა + 16 კვირა = 32 კვირა) ერთი თვის განმავლობაში დარეგისტრირდეს II სასწავლო წელზე და გადაიხადოს თანხის მეორე მესამედი ანუ II სასწავლო წლის ღირებულება;
II სასწავლო წლის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში დარეგისტრირდეს მესამე სასწავლო წელზე და გადაიხადოს თანხის დარჩენილი მესამედი, ანუ III სასწავლო წლის ღირებულება;
ნაწილობრივი განაკვეთით სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია გულისხმობს, რომ სტუდენტმა: 6 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს პროგრამის საფასური, შესაბამისად, გადანაწილდება მისი პროგრამით მოსაპოვებელი კრედიტები და მათ მოსაპოვებლად გამოყოფილი დრო.
დარეგისტრირების ვადები საკვალიფიკაციო ნაშრომების მენეჯერთან განაცხადის შეტანის შემდეგ, დოქტორანტი ორი კვირის განმავლობაში უნდა დარეგისტრირდეს პროგრამაზე და, შესაბამისად, გადაიხადოს პროგრამის ღირებულების მესამედი, ანუ ერთი წლის სწავლის საფასური. ოფიციალური განაცხადის შემოტანიდან ორი კვირის შემდეგ დაიწყება პირგასამტეხლოს ათვლა. სტუდენტმა უნივერსიტეტში რეგისტრაცია უნდა შეინარჩუნოს პროგრამის დასრულებამდე / ხარისხის დაცვამდე.
თუ სტუდენტი დააკმაყოფილებს პროგრამის ყველა მოთხოვნას, მაგრამ ვერ მოასწრებს განსაზღვრულ ვადებში საკვალიფიკაციო ნაშრომის მომზადება / დაცვას, იმისათვის, რომ პროგრამიდან არ ამოირიცხოს , უნდა გაიაროს ერთკრედიტიანი რეგისტრაცია:
დოქტორანტებმა არაუმეტეს 2 სემესტრისა, ბაკალავრებმა და მაგისტრებმა არაუმეტეს 1 სემესტრისა.
ერთკრედიტიანი რეგისტრაციის შემთხვევაში, სტუდენტს გადასახდელი ექნება თანხა, რომელიც გამოიანგარიშება უნივერსიტეტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამის ღირებულების გაყოფით პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობაზე.
იხილეთ ვრცლად (გვერდი 37; პუნქტი 5)
პირგასამტეხლო
დარეგისტრირების ვადის ერთი დღით გადაცილებასაც კი, მოსდევს სტუდენტისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება (სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანების გამო): რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგი დღიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში პირგასამტეხლო შეადგენს: ყოველი გადაცდენილი კვირის განმავლობაში- სტუდენტის წლიური გადასახადის 1%-ს. (წლიურ გადასახადად ითვლება სასწავლო წელზე რეგისტრაციის საფასური, რომელიც სტუდენტის კონტრაქტითაა განსაზღვრული). სარეგისტრაციო თანხის (და შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს) გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი გაირიცხება უნივერსიტეტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც უნდა მიმართოთ განცხადებით. პირგასმტეხლოს დაკისრება არ ვრცელდება საზაფხულო სემესტრზე. სტუდენტს, რომელიც არ გადაიხდის თანხას 30 მაისის ჩათვლით, რეგისტრაცია უუქმდება და ის შესაბამის საგნებზე არ დაიშვება.
საფინანსო სამსახური უფროსი ეკატერინე თოფურია
ტელ.: 24 11 44 (105) ელ. ფოსტა: ek.topuria@ug.edu.ge
ოთახი: 505, III კორპუსი | ||||||||||||||||||||||||||||||||


