სკოლის შესახებ
საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, 90–იანი წლების პირველ ნახევარში, ქვეყანაში განვითარებული ისტორიული მოვლენების შედეგად, განიცადა სრული კოლაფსი და, ფაქტობრივად, ქვეყანა დადგა ჯანდაცვის სისტემის განადგურების უდიდესი საშიშროების წინაშე. 1995 წლის 31 დეკემბერს მიღებული იქნა ქვეყნის მეთაურის დადგენილება ჯანდაცვის სისტემის რეფორმის განხორციელბის შესახებ. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სემაშკოს მოდელიდან გადავიდა ქართულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებდა მოქმედი ჯანდაცვის სისტემების საუკეთესო გამოცდილებას.
უპირველეს ყოვლისა, 1996 წლიდან დაიწყო თვისობრივად ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ფორმირება, რომელიც დაფუძნებული იყო თანამედროვე ეპიდემიოლოგიური სამსახურების ფუქნციონირების, ცხოვრების ჯანსაღი წესის, დაავადებათა პროფილაქტიკისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მეთოდოლოგიებზე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციონირების წარმატების საზომად შესაძლებელია, წარმოვადგინოთ შემდეგი ფაქტები: საქართველოს აღიარება პოლიომიელიტისაგან თავისუფალ ზონად, დიფტერიის ეპიდემიის დაძლევა, კატასტროფების დროს რეაგირებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება, იოდდეფიციტის ეპიდემიის დაძლევა, პრობლემათა იდენტიფიცირება, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის სისტემების ფორმირება, შესაბამისი ნორმატიული სივრცის საფუძვლებისა და განვითარების შექმნა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურების განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი სამსახურების ფორმირება ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართვლობათა პასუხსიმგებლობის ქვეშ და ა.შ.
პრობლემა, რომელსაც აწყდებოდა და დღეს განსაკუთრებით მწვავედ განიცდის სისტემა, არის ადეკვატური განათლებისა და კომპეტენციების ადამიანური რესურსების ნაკლებობა, მიღწეული შედეგების შენარჩუნება და არსებული სიტუაციის უმოკლეს პერიოდში გაუმჯობესება.აგრეთვე, რესურსები, რომლებმაც უნდა მართონ და განავითარონ სისტემა, გახადონ უფრო ეფექტური და პროფესიონალური. აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის უნარი განათლების სისტემას არ გააჩნდა და ამდენად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის შექმნა სწორედაც რომ გამოწვეულია პროფესიონალური კადრების მომზადების, პრობლემათა კვლევისა და სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მოთხოვნის უზუნველყოფისათვის.
პროფესურა და ლექტორატი – ჯანდაცვის სისტემაში უნიკალური გამოცდილების, შესაბამისი განათლების მქონე აკადემიური პერსონალი, აშშ (პენსილვანია) სკრენტონისა და ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტების ლექტორები, ასოცირებული პროფესორები არიან
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის
მისია
საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა შესაბამისი შრომითი და ინტელექტუალური რესურსების მომზადების, პრობლემათა კვლევისა და რეკომენდაციათა შემუშავების გზით.
მიზანი
ჯანდაცვის სფეროში, უმაღლესი საგანმანათლებლო სტანდარტების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების მეშვეობით , კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება შესაბამისი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ხარისხების მიხედვით, უწყვეტი პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობა და მეცნიერების განვითარება.
ამოცანები
- თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება;
- პროფესიული კომპეტენციის ამაღლების მოკლევადიანი სასწავლო მოდულების შემუშავება და ჩატარება;
- საერთაშორისო საუნივერსიტეტო ურთიერთობების გაღრმავება მაღალხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით;
- ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროდუქტების შექმნა და მიწოდება;
- სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოება;
- პროფესურის კომპეტენციების გაძლიერება;
- საკონსულტაციო, დამხმარე სამუშაოების წარმოება;
- სტუდენტთათვის საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობების შექმნა;
მიმართულებები
- საბაკალავრო სწავლება – პროგრამა „ჯანდაცვის ადმინისტრირება“– 2010–2011 სასწავლო წლისთვის დაგეგმილია მიღება;
- სამაგისტრო სწავლება – სამაგისტრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტი; ჯანდაცვის ადმინისტრირება, ერთობლივი პროგრამები სამართლისა და სოციალურ სკოლებთან ერთად: ჯანდაცვის სამართალი, ჯანდაცვის პოლიტიკა; ჰოსპიტალური მენეჯმენტი და ჯანმრთელობის სადაზღვევო სისტემების მართვა –სპეციალიზაციის მიმართულებები ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაში;
- სადოქტორო პროგრამა – ჯანდაცვის ადმინისტრირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
მოკლევადიანი ინტენსიური კურსები პროფესიონალთა კომპეტენციის ამაღლებისათვის
- ჯანდაცვის ადმინისტრირება და დაზღვევა;
- ჯანმრთელობის სადაზღვევო სისტემების მენეჯმენტი და მართული ჯანდაცვის სერვისები;
- ჰოსპიტალის მენეჯმენტი და სადაზღვევო სისტემების მართვა;
- ჩინური მედიცინის მოდულები მასაჟისა და აკუპუნქტურის მიმართულებით;
- კონტრაქტირება ჯანდაცვის სისტემაში.

