|
|
მაგისტრანტები თავის და ჩვენ შესახებ. . . .
|
ნათია ლანდია - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრანტი. ექიმი, ანესთეზიოლოგ_რეანიმატოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კრიტიკული მედიცინის კათედრის ასისტენტი.
კლინიკაში 15 წლიანმა საქმიანობამ დამარწმუნა ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ადმინისტრირების ცოდნის აუცილებლობაში. საქართველოს უნივერსიტეტის იმიჯმა, ორგანიზაციულმა კულტურამ, ჯანდაცვის სკოლის მენტორების მაღალმა პროფესიონალიზმმა და კვალიფიციურობამ გადამაწყვეტინა აღნიშნულ უნივერ-სიტეტში სწავლის გაგრძელება. ვიმედოვნებ, რომ აქ მიღებული ცოდნა ხელს შემიწყობს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში და საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანაში.
ჩემი რჩევით, ჩემი ქალიშვილი აპირებს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას.
|
|
რევაზ ფხალაძე– საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი, პროფესიით ექიმი, ამჟამად მენეჯერი ფარმაცევტულ სექტორში.
საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღე სამედიცინო სფეროში მენეჯმენტის და მარკეტინგის, სამედიცინო დაზღვევის და ჯანდაცვის სისტემის ადმინისტრირების პრინციპების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, რაც იძლევა მრავალმხრივ შესაძლებლობას, მივაღწიო წარმატებას ჩემს მომავალ საქმიანობაში. |
![]() |
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრანტი, პროფესიით ფარმაცევტი, ამჟამად მენეჯერის პროზიცია სამედიცინო სექტორში.
საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე ჯანდაცვის მენეჯმენტის პრინციპების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით.
საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა დაკომპლექტებულია ჯანდაცვის სისტემაში დიდი გამოცდილების აკადემიური პერსონალისაგან, ამერიკასა და ევროპაში პრესტიჟული უნივერსიტეტების ლექტორებისაგან, რომლებიც სტუდენტებსა და მაგისტრანტებს აწვდიან კვალიფიციურ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას., რაც საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე საქართველოს უნივერსიტეტის მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს. სწორედ ამ კრიტერიუმმა განაპირობა ჩემი არჩევანი საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლაზე.
ვიმედოვნებ აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება კარიერულ წინსვლაში და მომცემს შესაძლებლობას წვლილი შევიტანო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. |


