2002 წლის მიწურულს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა, გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ, გახსნა ამერიკათმცოდნეობის ცენტრი, რომელსაც მაგისტრანტები უნდა მოემზადებინა ამერიკათმცოდნეობაში.
ცენტრის მუშაობის მიზანი იყო ამერიკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის, შესწავლა და კვლევა. პირველად, შემუშავებულ იქნა პროგრამები ამერიკათმცოდნეობის განხრით. მოგვიანებით, ანალოგიური პროგრამები მომზადდა ევროპათმცოდნეობის მიმართულებითაც. პროგრამები შემუშავდა იმ პრინციპით, რომ მაგისტრანტმა, ამერიკისა თუ ევროპის შესწავლასთან ერთად, სურვილისამებრ,შეძლოს აითვისოს საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სფეროს მართვის დასავლური მოდელი:
საჯარო ადმინისტრირების, ბიზნეს-ადმინისტრირების, კულტურისა და განათლების მენეჯმენტის და ა.შ.
2004 წლის 21 ივლისს ცენტრის საფუძველზე შეიქმნა შ. პ. ს. „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა“ (სმს). იმავე წელს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე, დაფუძნდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - «საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი».
შემუშავდა უნივერსიტეტის წესდება, სტრუქტურა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანო - მეურვეთა საბჭო. 2005 წლის 24 მარტს ჩატარდა მეურვეთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელმაც მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორად კი – მანანა სანაძე.
2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი ბაკალავრები უნივერსიტეტმა მიიღო 2005 წლის სექტემბერში. 2006 წლის შემოდგომიდან კი უნივერსიტეტში ამუშავდა სადოქტორო პროგრამები. პირველი დოქტორანტი იყო ედუარდ რობერტ რაუპი,რომელსაც თავისი სადოქტორო პროგრამის, „კრედიტების ტრანსფერისა“ და სსმუ-ში სადოქტორო დისერტაციის დასრულების შემდეგ, დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
მოგვიანებით, საერთაშორისო კავშირები დამყარდა და საერთაშორისო პროგრამები ამუშავდა ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: სკრენტონის უნივერსიტეტი, ცენთრალური ფლორიდის უნივერსიტეტი, ლეიკლანდის კოლეჯი (აშშ), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მიუნსტერის უნივერსიტეტი ( გერმანია) და ლა საპიენსას უნივერსიტეტი ( იტალია).
2010 წელს, პირველად პოსტსაპჭოთა სივრცეში, OPIC-ის მიერ (“ამერიკის საზღვარგარეთული კერძო საინვესტიციო კორპორაცია”) “საქართველოს უნივესრსიტეტში” განხორციელდა 8 მილიონიანი ინვესტიცია, რაც საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ხმარდება. სწორედ OPIC-ის მიერ, მიღებული სესხით ხორციელდება ახალი შეძენილი შენობის სარემონტო სამუშაონები. შენობა, მთლიანად მოხმარებაში კი 2012 წლის ზაფხულში ჩაეშვება, სადაც 3 ათასი სტუდენტის ადგილი იქნება. ახალი შენობის დიზაინი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, რაც გულისხმობს სრულად აღჭურვილ აუდიტორიებს, კომპიუტერულ ოთახებს, მედია ცენტრებსა და ხელსაყრელ პირობებს, რაც თანამედროვე უნივერისტეტებისთვისაა დამახასიათებელი. გარდა იმისა, რომ სტუდენტები ისწავლიან კომფორტულ გარემოში, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა დამატებით აკადემიურ საქამიანობში ჩაერთონ, როგორიცაა: კლუბებში შეხვედრები, სემინარებზე დასწრება და კარიერული წინსვლისთვის ტრეინიგებში მონაწილეობა.

