მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 

 
მისია
 
 
   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მისია  საქართველოს უნივერსიტეტის მისიიდან   გამომდინარეობს და ამის გათვალისწინებით,პირველ რიგში,  ჰუმანიტა-რული  მეცნიერებების სწავლების თანამედროვე პრინციპების დანერგვაში მდგო მარეობს, რომელთა  მიზანია,   მივიღოთ დროის გამოწვევა და ჩვენს ქვეყანას მოვუმზადოთ  მსოფლიოსა თუ საკუთარი ხალხის ისტორიაში, ხელოვნებაში, სულიერ და  მატერიალურ კულტურაში, ფასეულობათა სისტემებში კარგად გარკვეული და  როგორც საკუთარი, ისე უცხო კულტურების მიმართ პატივისცემის გრძნობით  გამსჭვალული,  თანამედროვე,  გახსნილ  სამყაროში  ცხოვრებისათვის  შემზადებული    ახალგაზრდობა,   რომელთა   უპირველესი   თვისება  პროფესიონალიზმთან ერთად ტოლერანტობა იქნება.  ისინი პროფესიულად  მომზადებულნი იქნებიან ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში,  როგორებიცაა: კულტურისა და განათლების სისტემები, ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული კვლევები, მათ შორის ანთროპოლოგია,  როგორც კულტურული ისე სოციალური, რომლის პრაქტიკული ღირებულების  ზრდა დროის ტენდენციაა, ისტორიული პროცესების ახლებური ხედვა და  ინტერპრატაცია, არქეოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდები, საქმიანი ინგლისური და გერმანული ენები, რაც მათ  შესაძლებლობას მისცემს რეალურად გამოადგნენ ქვეყანას იმ რეფორმების  განხორციელების პროცესში, რომლებიც მიმდინარეობს თანამედროვე, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად და შეავსონ თანამედროვე კადრებზე არსებული  მოთხოვნა შრომის ბაზარზე. 
 
მიზანი
 
სკოლის მიზანი მისი მისიიდან მომდინარეობს და მიმართულია, რათა ყველა  პირობა შექმნას სწავლების თანამედროვე მეთოდების დასანერგად. კერძოდ:
  • განსაზღვროს სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტები და პოსტპრიორიტეტები;
  • გამოკვეთოს დასახული პრიორიტეტების განხორციელების ინდიკატორები;
  • უზრუნველყოს სასწავლო პროცესი თანამედროვე, მაღალპროფესიული
  • აკადემიური კადრებით;                                             -
  • ხელი შეუწყოს პროფესურისა და სტუდენტთა მაქსიმალურ თვითრეალიზაციას;
  • შეისწავლოს შრომის თავისუფალი ბაზრის მოთხოვნები და მასთან შესაბამისად განსაზღვროს პროფესიული კრიტერიუმები;
  • იზრუნოს პროფესიული თვალსაზრისით მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებაზე.
  • იზრუნოს ინტერდისციპლინური  და საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მომზადებაზე.
მიზნის  განხორციელების გზები
 
  • სასწავლო პროცესის გაწერილი გეგმის არსებობა;
  • სილაბუსის სტანდარტული ფორმის შემუშავება;
  • შეფასების თანამედროვე, მკაფიო სისტემის არსებობა;
  • სწავლების ინტერაქტიური ხარისხის მუდმივი ზრდა და მონიტორინგი;
  • აკადემიური პერსონალის შერჩევა მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების მქონე კონკურსით.
  • საჯარო ლექციების ტრადიციის დანერგვა;
  • აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის უწყვეტი კავშირის არსებობა;
  • აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;
  • ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების გამოცდილების გაცნობა;
  • სალექციო კურსებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება;
  • ახალი, თემატურად აქტუალური სალექციო კურსების მომზადება;
  • სწავლების ოთხივე საფეხურის (უმაღლესი პროფესიული განათლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) დახვეწა, თანამედროვე მოთხოვნებთან მაქსიმალური ადაპტაცია და მუდმივი განახლება ცვლილებების შესაბამისად.
  • გაცვლითი პროგრამების არსებობა  უცხოეთის უნივერსიტეტებთან: მიუნსტერი(გერმანია) სკრენტონი(Aაშშ);
  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ენების  ცენტრის არსებობა, რომელიც ახორციელებს  მომზადებას სხვადასხვა უცხოურ ენებში და საერთაშორისო სერტიფიკატების გაცემას (მიუნსტერის უნივერსიტეტთან ერთად);
  • უცხოელი სპეციალისტების მოწვევა  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და მაგისტრანტთა და დოქტორანტთა სტაჟირება უცხოეთში;
  • სახსრების  მოძიება და  ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება;
  • შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის კვლევითი ცენტრის დაარსება, რომელმაც გამოკვეთა კვლევათა ინდივიდულური პროფილი და გაააქტიურა უნივერსიტეტის კონტაქტები უცხოელ მეცნიერებთან.
  •  
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker