მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში განახლდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის მუშაობა, რომლის მიზანია საზოგადებას წარუდგინოს თემები და მოხსენებები, რომელთა განხილვამ შეიძლება გარკვეული ინტერესი გამოიწვიოს, საშუალება მისცეს უნივერსიტეტში და მის გარეთ მოღვაწე მეცნიერებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და სტუდენტებს გაეცნონ ერთმანეთის  ნაშრომებს, საინტერესო პუბლიკაციებს და უბრალოდ მეცნიერებისა თუ საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებს. სტუდენტებსა და მაგისტრანტებს ეს შესაძლებლობას მისცემს ისწავლონ მეცნიერული დისკუსია, საკუთარი აზრის წარმოჩენა და დაცვა, ხოლო მეცნიერებისთვის ეს ახალი და საინტერესო ინფორმაციის გაცვლის  ფორმაა. სემინარი ღიაა ყველა მსურველისთვის. სკოლა ეცდება თემატურად ჰუმანიტარული თუ  საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის აქტუალური ყველა საკითხი მოიცვას. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ტიპის დისკუსია და მსჯელობა ხელს შეუწყობს ერთი მხრივ საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას და, მეორე მხრივ,  განსხვავებული აზრის მიღებისა და პატივისცემის ტრადიციის აღდგენასა და გაძლიერებას.  სემინარზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის. მოხსენებათა თემატიკა განთავსდება  ჩვენ ვებგვერდზე და მუდმივად განახლდება.

 

 

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker