მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
 
 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის წარჩინებული დოქტორანტი თამთა ხალვაში
 
2007 წელს საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში დავიწყე დისერტაციაზე მუშაობა კულტურული ანთროპოლოგიის განხრით. მიმაჩნია, რომ ეს სადოქტორო პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, ჩამოყალიბებული და საერთაშორისო სტანდარტებს მიახლოებული პროექტია საქართველოში და  ინდივიდუალურ სწავლებაზე ორიენტირებული სადოქტორო პროგრამის საუკეთესო მოდელს წარმოადგენს. ორი წლის განმავლობაში უნივერსიტეტი უზრუნველმყოფდა ყველა საჭირო მასალით (წიგნებით, ელექტრონული ჟურნალებით, კომფორტული სამუშაო გარემოთი), რაც დისერტაციაზე მუშაობაში მიწყობდა ხელს. ასეთმა მხარდაჭერამ გამიადვილა თანამედროვე თეორიული და მეთოდოლოგიური ინფორმაციის მოპოვება კულტურული ანთროპოლოგიის დარგში და საკუთარი მიდგომების ჩამოყალიბება და გამოყენება კვლევაში. შედეგად, შესაძლებლობა მომეცა ჩემი სტატიები რამდენიმე საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამომექვეყნებინა და მონაწილეობა მიმეღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებში.
მიმაჩნია, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის შესწავლის ცენტრის ჩამოყალიბებაა. უნივერსიტეტისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლის მხარდაჭერით, ცენტრი ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ამ რეგიონის შესწავლით დაინტერესებული მკვლევარების თავშეყრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილადაც იქცა. ცენტრის ფარგლებში უამრავი ღონისძიება იმართება (კონფერენციები, სემინარები, საზაფხულო სკოლები), სადაც მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი მკვლევარები. ცენტრი ყოველწლიურად მასპინძლობს რეგიონით დაინტერესებულ უცხოელ მკვლევარებს, რომლებიც ცენტრის სხვა ქართველ წევრებთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ.
და ბოლოს, საქართველოს უნივერსიტეტი იყო ის მედიუმი, რომლის საშუალებითაც ოქსფორდის უნივერსიტეტში, Chevening-ის სტიპენდიით ვაგრძელებ ჩემს სადოქტორო კვლევაზე მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში ფიზიკურად აღარ ვსაქმიანობ, მასთან მაინც ვაგრძელებ მჭიდრო ურთიერთობას, როგორც კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის შესწავლის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ჩემი აზრით, ამ უნივერსიტეტს გააჩნია პოტენცია ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდეს საქართველოში.      
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker