საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ძირითად მიზანს წარმოადგენს მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო–კვლევით თუ საგანმანათლებლო ცენტრებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს სტუდენტებისა განათლების დონეს და პროფესორ–მასწავლებელთა კვალიფიკაციას. საქართველოს უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და აწარმოებს მოლაპარაკებებს, ასევე ატარებს კონფერენციებსა და სემინარებს. განყოფილების ეგიდით ხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც გულისხმობს სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და პროფესორ–მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს. საქართველოს უნივერსიტეტს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან აქვს დამყარებული ურთიერთობები, ასევე აქვს აქტიური კონტაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან, გამომცემლობებთან და საინფორმაციო ცენტრებთან. უნივერსიტეტი ჩართულია არაერთ საერთაშორისო სასწავლო–სამეცნიერო პროგრამაში.
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება სრულად უზრუნველყოფს საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებთან დადებული ხელშეკრულებების მომზადებასა და გაფორმებას, ინფორმაციის მიღება-გავრცელებას და მათ კოორდინირებას, ასევე უზრუნველყოფს სათანადო ნიადაგის შექმნას სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა სტაჟირება–მივლინების საკითხთან დაკავშირებით.
საერთაშორისო ურთიერთობების
განყოფილების უფროსი ქეთევან ბოიკო
ტელ.: 24 11 44 (146)
ელ. ფოსტა: ketevan.boiko@ug.edu.ge
III კორპუსი, 510 ოთახი

