მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის სკოლა
მისია
 
მათემატიკისა და ინფორმატიკის სკოლის  მისიაა:
  • აღზარდოს მათემატიკისა და ინფორმატიკის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მქონე პროფესიონალი სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის რეალიზაცია მომავალ საქმიანობაში, რითაც თავიანთ წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის თანამედროვე, მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში;
  • მისცეს მათემატიკის საბაზისო ცოდნა და კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები უნივერსიტეტის ყველა  სტუდენტს, რადგან მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროში: მედიცინაში, ეკონომიკაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში და ა. შ.
  • საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარება, რაც  შესაძლებელს გახდის, შეიქმნას შესასწავლი პროცესების ვირტუალური მოდელები, რომლებიც გამოიყენება კანონზომიერების შესასწავლად, სიტუაციის გასაანალიზებლად და პრობლემის გადასაჭრელად.
  •  
 
მიზნები
 
მათემატიკისა და ინფორმატიკის სკოლის მიზანია:
  • უზრუნველყოს უნივერსიტეტის ყველა სკოლის სტუდენტის მათემატიკური ცოდნის ამაღლება სკოლების შესაბამისი თანამედროვე პროგრამების მიხედვით;
  • გამოუმუშავოს სტუდენტებს მათემატიკური ცნებებისა და მეთოდების ფლობის  და მათი გამოყენების უნარი რეალური პრობლემების გადაჭრისას;
  • სტუდენტებში მსჯელობის ხაზის განვითარება, ალტერნატიული გზის მოძებნა, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთება. განზოგადოებით ან დედუქციით მიღებული დასკვნების ახსნა და დასაბუთება;
  • მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება;
  • გამოუმუშავოს სტუდენტებს რთული პრობლემების საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფისა და მათი ეტაპობრივად გადაჭრის უნარი სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით;
  • შეუქმნას ყველა საჭირო პირობა უნივერსიტეტის ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტს, დაეუფლოს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს; შესძლოს ინტერნეტის გლობალური ქსელის ეფექტური გამოყენება;
  • კონკრეტული სპეციალობებისთვის საჭირო ინფორმაციული სისტემების სწავლება;
  • ალბათობისა და სტატისტიკის საგნის სწავლება უნივერსიტეტის სხვადასხვა  სკოლების შესაბამისი პროგრამების მიხედვით, რათა სტუდენტებს შეეძლოთ, გააანალიზონ  შემთხვევითი ფაქტორების ზემოქმედება, გააკეთონ დასკვნები განუზღვრელობის პირობებში და მოახდინონ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
  • სტუდენტების აქტიური ჩაბმა სამეცნიერო მუშაობაში. რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა;
  •  
 
ამჟამად მათემატიკისა და ინფორმატიკის სკოლაში მოქმედებს პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
 
 
მათემატიკისა და ინფორმატიკის სკოლის სამომავლო განვითარების სტრატეგიული  გეგმა:
  • შეიქმნას სკოლაში ახალი სპეციალობები:
            ა) გამოყენებითი მათემატიკა;
            ბ) მათემატიკა.

  • შესაძლებლობა მისცეს სკოლის თითქმის ყველა სტუდენტს,  გახდეს ”სასწავლო სამეცნიერო ქალაქის”  აქტიური წევრი, რაც სტუდენტებს მაღალი პროფესიული ცოდნის შეძენასთან ერთად განუვითარებს საქართველოს თუ მსოფლიო ისტორიისა და კულტურის სიყვარულს;
  • სკოლის სასწავლო პროგრამებში ყურადღება დაეთმოს სპორტის სწავლებას, რაც მომავალი თაობის ცხოვრების ჯანსაღი წესის საწინდარია;
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სასწავლო დაწესებულებებთან კავშირი და თანამედროვე მეთოდებისა და უნარ-ჩვევების დანერგვა;
  • კავშირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან, მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, რომლებიც დაფუძნებული იქნება, როგორც პროფესიული ცოდნის გაზიარებასთან   და ამაღლებასთან, ასევე კულტურული ღირებულებების  გაცნობასთან;
  • სამომავლოდაც გაგრძელდეს სკოლაში არსებული ტრადიცია, მოიზიდოს სხვადასხვა  ქვეყნის ახლგაზრდები და აზიაროს ცოდნას ჩვენს სკოლაში არსებული თანამედროვე პროგრამებით;
  • გაგრძელდეს სტუდენტებისათვის საჭირო სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე გამოცემა, მოხდეს გამოცემული სახელმძღვანელოების  თნამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განახლება და გაუმჯობესება;
  • სკოლის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩაბმა საუნივერსიტეტო სამეცნიერო, კვლევით პროექტებში. 

     
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker