IT უზრუნველყოფის სამსახური
საქართველოს უნივერსიტეტის დაარსების დღიდანვე
უდიდესი ყურადღება ექცევა უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვას. ყოველწლიურად იზრდება და ახლდება მატერიალურ -ტექნიკური ბაზა, მრავალფეროვანი ხდება საინფორმაციო თუ საკომუნიკაციო მომსახურება. ვითარდება და იხვეწება სხვადასხვა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა როგორც საგანმანათლებლო პროგრამული კურსების განსახორციელებლად, ასევე შიდასაუნივერსიტეტო პროცესების სამართავად. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ჩვენი უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია კომპიუტერულითა თუ სხვა ტექნიკით, რომელიც სასწავლო პროცესში გამოიყენება.
უდიდესი ყურადღება ექცევა უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვას. ყოველწლიურად იზრდება და ახლდება მატერიალურ -ტექნიკური ბაზა, მრავალფეროვანი ხდება საინფორმაციო თუ საკომუნიკაციო მომსახურება. ვითარდება და იხვეწება სხვადასხვა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა როგორც საგანმანათლებლო პროგრამული კურსების განსახორციელებლად, ასევე შიდასაუნივერსიტეტო პროცესების სამართავად. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ჩვენი უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია კომპიუტერულითა თუ სხვა ტექნიკით, რომელიც სასწავლო პროცესში გამოიყენება.ყველა კომპიუტერი, სასწავლო თუ სამსახურებრივი, ჩართულია ერთიან საუნივერსიტეტო ქსელში, რომელიც დაკავშირებულია გარე ქსელებთან და სრულად ინტერნეტიზებულია. ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინტერნეტ- სერვისებით მომსახურებას და ტექნიკაზე მეთვალყურეობას ახორციელებს IT უზრუნველყოფის განყოფილება.
უნივერსიტეტის სასწავლო, საბიბლიოთეკო, სააღრიცხვო და სხვა პროცესები სისტემატიზებულია, კომპიუტერიზებულია. მართვა ხორციელდება შესაბამისი საუნივერსიტეტო ბაზების მეშვეობით. უნივერსიტეტში ამ საქმიანობაზე პასუხისმგებელია საუნივერსიტეტო ბაზების ადმინისტრატორი.
მრავალფუნქციური და უფრო დატვირთული გახდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, სადაც ინფორმაციის დიდი ნაწილი საუნივერსიტეტო ბაზების შესაბამისი ველებიდან ხვდება. იგი დღეს არა მხოლოდ ინფორმაციის მატარებელია, არამედ ისეთი ფუნქციების შემსრულებელიც გახდა, როგორიც არის სტუდენტთა Online რეჟიმში რეგისტრაცია, ახლად ჩარიცხულ სტუდენტთა უნივერსიტეტში დარეგისტრირება და სხვა. ვებ-გვერდის განახლებაზე და მის ბაზებთან კავშირზე (ბაზების ადმინისტრატორთან ერთად) ზრუნავს ვებ-გვერდის ადმინისტრატორი.
პრორექტორი IT განვითარების დარგში
ზურაბ ცქირია
III კორპუსი, 503 ოთახი
ტელ.: 24 11 44 (777)
ელ. ფოსტა: tskiria@ug.edu.ge

