მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის სკოლა
 
მოგესალმებით, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტებს, მომავალ სტუდენტებსა  და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, უფრო ახლოს გაიცნოს ჩვენი სკოლის მუშაობა.
მათემატიკისა და ინფორმატიკის სკოლა გთავაზობთ საუკეთესო პირობებს და რეალურ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე დაეუფლონ მომავალ პროფესიას. 
მათემატიკის და ინფორმატიკის სიახლეების ცოდნა აუცილებელია ყველა დარგის პროფესიონალი სპეციალისტისათვის, ვინაიდან საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმატებები მიღწეულია შესაბამისი რეალური ობიექტების მათემატიკური მოდელირების  შედეგად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს- მათემატიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის საფუძვლების სწავლებას უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობებზე.
ჩვენი სკოლის წარმატებებს მნიშვნელოვნად განაპირობებენ მაღალკვალიფიციური პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც ეწევიან აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, არიან საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო, საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები. სკოლის მეცნიერ–პედაგოგების დიდი სურვილია, მომავალი სპეციალისტები ჩართონ მათ მიერ წამოწყებულ სამეცნიერო მუშაობაში. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა კვლევით პროექტებში ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას და ამავე დროს, გამოუმუშავებს ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის მეთოდების გამოყენების უნარ–ჩვევებს რეალური ამოცანების გადასაწყვეტად.
საქართველოს უნივერსიტეტში შეძენილი საფუძვლიანი ცოდნა ჩვენი სკოლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს, სწავლა გააგრძელონ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.
სკოლის წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ამერიკის (სკრენტონის) უნივერსიტეტთან საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამაში.
ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმატებით დასაქმდნენ როგორც სასწავლო–საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, ასევე კერძო და სამთავრობო სტრუქტურებში: პრაქტიკული ამოცანების მოდელებზე დაყრდნობით ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების, მონაცემების კომპიუტერული დამუშავებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვის სპეციალისტებად.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სკოლის მომავალი სტუდენტები წარმატებით გააგრძელებენ არსებულს და საფუძველს ჩაუყრიან ახალ ტრადიციებს.
ინფორმაცია, სკოლაში დაგეგმილი ყველა სიახლის შესახებ, განთავსდება ჩვენი სკოლის ვებ–გვერდზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის სკოლა მოგიწოდებთ, ხშირად ესტუმროთ ჩვენს ვებ–გვერდს, აქტიურად ჩაერთოთ სკოლის ღონისძიებებში და მოგვაწოდოთ საინტერესო წინადადებები.
 
გისურვებთ წარმატებებს!
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის
სკოლის დირექტორი მარიამ ავალიშვილი
ტელ.: 24 11 44 (166)
 ოთახი: 405, I კორპუსი
ელ. ფოსტა: m.avalishvili@ug.edu.ge
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker