პუბლიკაციების ენა
კავკასიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჟურნალი ქვეყნდება ინგლისურ ენაზე, ქართულ-ინგლისური რეზიუმეების დართვით.
ორმაგი პუბლიკაცია
ავტორებს ეკრძალებათ უკვე გამოქვეყნებული სტატიის ხელახლა გამოქვეყნება თუ მისი პირვანდელი გამოქვეყნების ენა ემთხვევა ჟურნალის მიერ არჩეულ ენას. სხვა შემთხვევაში ნაშრომი გამოქვეყნდება რედაქტირების შესაბამისი საფეხურების გავლის შემდეგ.
შეფასება
არჩეული სტატია წინასწარი რედაქტირებისთვის ეგზავნება შესაბამისი სფეროს რედაქტორს. ავტორთა და რედაქტორთა ვინაობა კონფიდენციალურია.
ჟურნალის გამოცემის სიხშირე
ჟურნალი გამოქვეყნდება წელიწადში ორჯერ. სტატიების რაოდენობის და ხარისხის ზრდასთან ერთად ჟურნალის გამოცემის სიხშირე გაიზარდება.
გავრცელების სახე
ჟურნალი ვრცელდება ბეჭდური სახით.
რეკლამა
დაშვებულია მხოლოდ ისეთი რეკლამის მიღება, რომელიც არ სცდება სამეცნიერო ჟურნალის ფორმატის მოთხოვნებს.
ფასი
ჟურნალის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს.

