ჟურნალის მისია
კავკასიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჟურნალი მიზნად ისახავს გამოაქვეყნოს ორიგინალი კვლევები, შეფასებები, სტატიები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც კავკასიის მკვიდრთათვის, ასევე კავკასიის რეგიონით დაინტერესებულ პირთათვის.
ჟურნალმა უნდა მოახდინოს კვლევების, კრიტიკული აზროვნებისა და თანამედროვე მიმართულებების სტიმულირება.
კავკასიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჟურნალი მოემსახურება აქამდე ნაკლებად გაშუქებული საკითხების აქტიურ მოცვას.
ჟურნალში ქვეყნდება შემდეგი თემატიკის საკითხები: ანთროპოლოგია, არქეოლოგია, განათლება, გეოგრაფია, ისტორია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, ლინგვისტიკა, პოლიტიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია. სხვა თემატიკის სტატიები განიხილება ჟურნალის მიმართულებასთან შესატყვისობის მიხედვით.

