მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
 
ისტორია
 
 2004 წლის ნოემერში საქართველოს უნივერსიტეტმა (მაშინდელი საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა) გახსნა მედია მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელის ფარგლებშიც იმავე წელს მედია მენეჯმენტი სამაგისტრო პროგრამაზე მიიღო პირველი სტუდენტები . მომდევნო წელს აღნიშნული დეპარტამენტი საგრძნობლად გაფართოვდა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა დაემატა. ხოლო, 2006 წელს მას ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციების სკოლა ეწოდა და ჟურნალისტიკის სპეციალობით პირველი ბაკალავრები მიიღო. 2009 წელის სკოლისთვის რადიკალური ცვლილებების და განვითარების წელი იყო, რადგან ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციების სკოლა და პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა გაერთიანდა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ეწოდა. სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რაოდენობა გაზარდა და მას საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამა და რეკლამაში სამაგისტრო პროგრამები დაამატა.
სამაგისტრო პროგრამების რაოდენობა გაზარდა და მას საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამა და რეკლამაში სამაგისტრო პროგრამები დაამატა.
 
მიზანი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიზანია, მის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით, ხელი  შეუწყოს პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტების განვითარების პროცესს საქართველოში.
სკოლა, ერთი მხრივ, შეასწავლის    მედიის პრაქტიკული საქმიანობების საფუძვლებს, ჟურნალისტიკასა და კომუნიკაციებს მეცნიერული თვალთახედვით, კრიტიკულ აზროვნებას,  ეთიკური გადაწყვეტილების მიღებასა  და ასევე დისციპლინარული ცოდნის გაღრმავებას;  მეორე მხრივ,თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებებში არსებული ძირეული პრობლემების გააზრებას და განზოგადებას, რომლის მიზანს, აგრეთვე, წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტური  მომზადება პოლიტიკურ თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების შესასწავლად.
თეორიული ცოდნის გარდა, ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამების საშუალებით, სტუდენტები  სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებებს  გაიზიარებენ. აგრეთვე,მათ ექნებათ პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისა და  ცოდნის გაღრმავების საშუალება, რის შედეგადაც  სტუდენტები შეიძენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისა და საზოგადოების სამსახურში ყოფნის უნარ–ჩვევებს. 
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა სტუდენტებს უზრუნველყოფს ნოვატორული, მათთვის სასარგებლო და სასიამოვნო გარემოთი. სკოლა ხელს უწყობს უმაღლესი ეთიკური სტანდარტების განვითარებას, მაგალითად, როგორიცაა სიმართლე, პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სწორი მართვისათვის.
ჩვენი ამოცანაა, რომ სტუდენტებს გავუღრმავოთ ცოდნა პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, ჟურნალისტიკასა და მასკომუნიკაციებში, რათა  მონაწილეობა მიიღონ  რეალურ მაგალითებზე აგებულ დისკუსიებში, გაეცნონ წარმატებულ ჟურნალისტებსა თუ გამოცდილ პოლიტიკოსებს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ თავიანთ მომავალ კოლეგებთან და ლექტორებთან  – და ყოველივე ეს აკეთონ ისეთ გარემოში, სადაც პატივს სცემენ მათ ტალანტსა და  ნიჭს.
 
მისია
სკოლის მისიაა, მომავალ პროფესიონალებს მიეცეთ საშუალება, განავითარონ პროფესიული უნარ–ჩვევები და გახდნენ წარმატებულნი თავიანთ კარიერაში-- მედია სწავლებებისა და პოლიტკურ მეცნიერებათა კუთხით ცოდნის გაღრმავებითა და მედიისა და პოლიტიკური სამყაროს მიერ მოვლენების სწორი ინტერპრეტირებისა და გაშუქების მეთოდების შესწავლით. სკოლა ხელს უწყობს სტუდენტებს შეუდგნენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ახალი ცოდნით, უნარ–ჩვევებითა და პროფესიული კავშირებით, ასევე  წარმატებით გაუძღვნენ  მათზე დაკისრებულ მიზანსა და ამოცანებს.
 
სოციალურ მენციერებათა სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში. ბოლო პერიოდის განმავლობაში სკოლას აქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა. მაგალითად, UNICEF –ის პროექტში, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა სასწავო კურსი სახელწოდებით „ბავშვის უფლებები და ჟურნალისტური პრაქტიკა“; ბოშებისა და მოლდაველთა ეთნიკური ჯგუფები საქართველოში – ინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები. OSGF-ის დაფინანსებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კვლევის ჩატარებას მარგინალურ ეთნიკურ ჯგუფებზე; USAID-ის პროექტი ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შეფასება საქართველოში წიგნის

გამოცემა „ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შეფასება საქართველოში“; IFES (საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი)  სამოქალაქო განათლების პროგრამა (საბაკალავრო კურსის სტრუქტურა). სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, სატელევიზიო სტუდია „დღე–“სთან ერთობლივად სხვადასხვა ნაციონალური  ტელე–არხებისთვის  სატელევიზიო გადაცემებს ამზადებს და ყოველთვიურად უშვებს სტუდენტების მიერ მომზადებულ გაზეთ „ობზერვერს.“
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სასწავლო პროგრამებში.
 
კონტაქტები (ლინკი უნდა გადადიოდეს ღონისძიებში)
 
სოციალურ მენციერებათა სკოლას თავისი არსებობის მანძილზე პროფესიული კავშირები აქვს დამყარებული მრავალ ორგანიზაციასა თუ ინსტიტუციებთან. მას აქვს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი შემდეგ საჯარო და კერძო უწყებებთან, რომლიც ფარგლებშიც სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ახორციელებს სამეცნიერო კონფერენციებს, სემინარებს, პროფესიულ მასტერ კლასებსა და თრენინგებს. ასევე, ამ თანამშრომლობის საფუძველზე ხდება სტუდენტების სტაჟირება და დასაქმება.
 
 
ჩვენი ვთანამშრომლობთ:
 
–        საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი;
–        საგარეო საქმეთა სამინისტრო;
–        უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI);
–        საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი;
–        თავდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი;
–        კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი;
–        საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;
–        გაზეთი „24 საათი“;
–        ახალი ამბების სააგენტო „პრაიმ–ნიუსი“;
–        რადიო „კომერსანტი“;
–        რადიო „უცნობი“;
–        ტელეკომპანია „რუსთავი 2“;
–        და სხვა.
 
 
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012
best tracker