მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

კულტურული ღონისძიებები 2006/2007 სასწავლო წლისათვის

 2006 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ე.წ.
”ჰელოვინ ფართი” გაიმართა. საბაკალავრო და სამაგსიტრო პროგრამების
სტუდენტები საკარნავალო კოსტიუმებში ჩაცმულები მოვიდნენ ჰელოვინის აღსანიშნავად.   

    2006 წლის 9 ოქტომბერი - ექსკურსიის დღე

 ექსკურსია შიო მღვიმეში
     
2006 წლის 29 ნოემბერი ფოტო გამოფენა
,,შეაჩერე წამი”
 
 

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სისტემატიურად აწყობს მსვლელობას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო  ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2006 -2007 სასწავლო წელს სტუდენტები უკვე სამჯერ ესტუმრნენ აღნიშნულ თეატრს და დაესწრნენ თეატრში გამართულ  სპექტაკლებს.  

 24 სექტემბერი -  ”წამი გარდასახვამდე”, ”აპოლონ მუსაგეტი” , ”სიზმრები იაპონიაზე”. 
3 ნოემბერი - ბალეტი ”კონსერვატორია და ორი მტრედი”. 
10 ნოემბერი - ბალეტი ”გედების ტბა”. 
   
ტერენტი გრანელის საღამო.
2006 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, მერაბ კოსტავას სახელობის სახელმწიფო ლიტერატურულ-დრამატულმა თეატრმა ტერენტი გრანელის პოეზიაზე შექმნილი სპექტაკლი “მე რაღაც სხვა მსურდა” გამართა.  სპექტაკლის შექმნის მიზანი იყო ტერენტი გრანელის პოეზიის გაცოცხლება სცენაზე და მისი ტანჯული სულისთვის პატივის მიგება.  დამდგმელი რეჟისორი – იგორ საბო, მონაწილეობდნენ – მამუკა პავლიაშვილი, ლელა მახნიაშვილი – სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ანა საბო - პანტომიმის თეატრის სტუდიელი.
 

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker