მოგესალმებით ყველას,ვისაც საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების ცენტრში გსურთ ახალი პროფესიით ცოდნის შეძენა, ანუ პროფესიული გადამზადება. პროფესიული გადამზადების ცენტრი გაძლევთ ფართო შესაძლებლობებს, გააღრმავოთ და გააუმჯობესოთ ცოდნა თქვენთვის საჭირო მიმართულებით.
XXI საუკუნეში, როდესაც დიდი სისწრაფით ვითარდება და იქმნება ახალი ტექნოლოგიები, კარიერული წინსვლისათვის ადამიანებს გვჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რათა არ ჩამოვრჩეთ ცხოვრებას და ჩვენი სამუშაო კვალიფიციურად და მაღალ დონეზე შევასრულოთ იმ საწარმოებსა და დაწესებულებებში, სადაც ვმუშაობთ. თუმცა ჩვენი ძალისხმევა ყოველთვის როდია საკმარისი!. დღეს კარგ მუშაკს სამუშაოს უკეთ წარმართვისათვის ესაჭიროება და მოეთხოვება ცოდნის საფუძვლიანი გაღრმავება და პერიოდულად ახალი ტიპის ცოდნის შეძენა. სწორედ ამის შესაძლებლობებს გაძლევთ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების ცენტრი.
თქვენი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ცენტრში მოქმედებს სხვადასხვა ვადის ორ, ოთხ, ექვს და რვაკვირიანი გადასამზადებელი პროგრამები. მაგალითად: მენეჯმენტის, ფინანსური აღრიცხვის, მენეჯერული აღრიცხვის, სამართლის, სახელმწიფო მართვის, ადამიანური რესურსების მართვის, რისკების, ეკონომიკური პროგნოზის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, უცხო ენების, სტატისტიკისა და სხვა მიმართულებით, პროგრამები ისეა შედგენილი, რომ თქვენ სამსახურიდან მოუწყვეტლად, მოკლე ვადებში დაეუფლოთ საჭირო ცოდნას.
საქართველოს უნივერსიტეტში, გარდა პროფესიულად მოსამზადებელი პროგრამებისა და მაღალკვალიფიციური ლექტორებისა, სწავლისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი - თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები, მდიდარი ბიბლიოთეკა და სხვა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების ცენტრში!
საქართველოს უნივერსიტეტის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც ჩვენი მოქალაქეების ცოდნის ამაღლების, მათი გადამზადებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის გარეშე ვერ განხორციელდება. ერთად ვითანამშრომლოთ და ვიზრუნოთ, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს უფრო მცოდნე, კვალიფიციური, შესაბამისად, უფრო მდიდარი და წარმატებული.
გისურვებთ ნაყოფიერ სწავლას საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების ცენტრში.
პროფესიული გადამზადების ცენტრის
ხელმძღვანელი მარიამ მესხიშვილი
ოთახი: I კორპუსი, 102
ელ.ფოსტა: m.meskhishvili@ug.eduge

