მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების საპარლამენტი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა არაერთი სემინარი, რომელიც უშუალოდ საქართველოს უნივერსიტეტის უშუალო ორგანიზებითა და ხელშეწყობით ჩატარდა:
 
2007 წლის 23 მარტი
სემინარი თემაზე "ადგილობრივი თვითმმართველობის იმპლიმენტაციის პროცესი საქართველოში" ჩატარდა საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სათათბირო ოთახში.
 
2007 წლის 1 მაისი
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ", და  "არქიტექტურულ_სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე  ჩატარდა სემინარი. რომელმაც მოამზადა კანონპროექტები საპარლამენტო სესიის 2 მოსმენისათვის. 
 
2007 წლის 1-2 ნოემბერი
ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები, რომლებიც მომზადდა საპარლამენტო სესიის 2 მოსმენისათვის. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ქ. თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების,  საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თანამდებობის პირები და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
 
2007 წლის 5-6 დეკემბერი
ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას. იგი ეხებოდა საჯარიმო სანქციებს დედაქალაქში პარკირების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საკითხების შესახებ.
  
2007 წლის 24-25 დეკემბერი
შემაჯამებელი სემინარი თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ", ჩატარდა საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სათათბირო ოთახში.
 
2007 წლის 20-21 იანვარი
სემინარი თემაზე: საქართველოს კონსტიტუციურ კანონში "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" ჩატარდა გაეროს განვითარების საპარლამენტო პროგრამისა და საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს უნივერსიტეტის უშუალო ორგანიზებით.
  
2007 წლის 4-5 თებერვალი

სემინარი თემაზე: საქართველოს ორგანულ კანონში “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების  მომზადებების შესახებ  ჩატარდა გაეროს გავნითარების პროგრამისა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. 

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker