მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
სამართლის სკოლა

 

 

რას ფიქრობენ ჩვენზე სტუდენტები?

მოგესალმებით, გახლავართ სამართლის სკოლის საბაკალავრო სწავლების IV კურსის სტუდენტი – თამარ ბიწაძე.
საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა – ეს უდიდესი პატივია, ვინაიდან ჩვენ ლიდერები ვართ.  ჩვენთან, თქვენ შეიძენთ არამარტო ფუნდამენტურ თეორიულ ცოდნას სამართლის გარშემო, რომელშიც დაგეხმარებიან მაღალკვალიფიციური სამართლის პროფესიონალები, არამედ ჩამოგიყალიბდებათ პრაქტიკული უნარ–ჩვევები, რომელთა წარმატებით გამოყენებას განახორციელებთ თქვენს მომავალ კარიერაში. უმნიშვნელოვანესი ელემენტი ხომ სწორედ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ სიბრტყეზე გადატანა, გამოყენება და კონკრეტული უნარ–ჩვევების განვითარებაა.
      თავს აღარ შეგაწყენთ, ვინაიდან „საქმეები უფრო კარგად მეტყველებენ, ვიდრე სიტყვები“. მაშ,  მენდეთ, მობრძანდით და თავად დარწმუნდით!  
   
მე ვარ დავით სივსივაძე, სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი. პირადი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ უნივერსიტეტში არსებული ეფექტური სწავლების სისტემა და უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები უზრუნველყოფენ საუკეთესო განათლების მიღებას, რაც ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე ხშირია. რა თქმაუნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია სტუდენტის მონდომებაზე, რის გარეშეც საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა და მითუმეტეს მისი დამთავრება შეუძლებელია. საქართველოს უნივერსიტეტი საუკეთესო გზაა წარმატებისთვის!

მე გახლავართ დავით დოლიძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი.

იმ ახალგაზრდებს,  ვისაც გსურთ გახდეთ კვალიფიციური იურისტები საქართველოს უნივერსიტეტი დიდ თანადგომას გაგიწევთ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ერთ - ერთი საუკეთესოა საქართველოს მასშტაბით, როგორც თავისი აკადემიური ხარისხით, ისე სტუდენტებისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით.
მართალია აქ ბევრი შრომაა საჭირო იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიო, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს.
საქართველოს უნივერსიტეტის  სამართლის სკოლა გვთავაზობს უაღრესად დახვეწილ სასწავლო პროგრამას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ნებისმიერი სტუდენტი შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას და რაც მთავარია, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული არის უკვე შემდგარი, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი იურისტი, რომელიც აკმაყოფილებს დღევანდელ დასაქმების ბაზარზე არსებულ ყველა მოთხოვნას.
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker