2009 წლის 11 ნომებერს, საქართველოს უნივერსიტეტში, ენების ცენტრის ინიციატივით, შედგა პირველი ინგლისურენოვანი პროექტი, სახელწოდებით ”დიდი დებატები- საქართველოს უნივერსიტეტი,” თემაზე- „საქართველოს ინტეგრაცია ნატოში».
პროექტში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები. პროექტში მონაწილე სტუდენტებმა აქტიური დებატები გამართეს მოწვეულ უცხოელ სტუმრებთან.
აღნიშნულმა პროექტმა წარმატებით ჩაიარა და დადებითი შეფასება მიიღო. უახლოეს მომავალში პროექტის ორგანიზატორები კვლავ გეგმავენ მის გაგრძელებას ახალი თემით. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პროექტის ორგანიზატორები:
ეკა კუტალია (ზოგადი ინგლისური ენისა და სერტიფიცირების პროგრამის კოორდინატორი)
მაკა კუტალია (პოლიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისური ენის პროგრამის კოორდინატორი)
|
|
|
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |







