მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა
რეგისტრაციას შემდეგ პროგრამებზე:
 
ბიზნესის ადმინისტრირება
მენეჯმენტი
მარკეტინგი
ჰოსპიტალის მენეჯმენტი
ჯანდაცვის სადაზღვევო სისტემების მართვა
ფინანსები და საბანკო საქმე
მედია მენეჯმენტი
რეკლამა
საზოგადოებასთან ურთიერთობა
ინფორმაციული ტექნოლოგიები
სამოქალაქო სამართალი
სისხლის სამართალი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა:  
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა    
ჯანმრთელობის პოლიტიკა
ჯანმრთელობის სამართალი 
ჯანდაცვის ადმინისტრირება
საერთაშორისო ურთიერთობები
საჯარო ადმინისტრირება
სახელმწიფო პოლიტიკა და მართვა
ადგილობრივი თვითმმართველობა
განათლების მენეჯმენტი
კულტურის მენეჯმენტი
ენა და კომუნიკაცია (ინგლისური ენა ბიზნესკომუნიკაციისთვის)   
ენა და კომუნიკაცია (გერმანული ენა  ბიზნესკომუნიკაციისთვის)
კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია    
საქართველოს ისტორია    
 
 
 
საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა ა.წ. 1 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • ბაკალავრის დიპლომის დედანი და ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა, რომ სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ, რომლის მიღებაც შეგიძლიათ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში);
  • პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის დედანი და ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3x4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (ვაჟების შემთხვევაში).
  • რეკომენდაცია
 
და შეავსონ განცხადება-აპლიკაცია. განაცხადი-აპლიკაციის ფორმა იხილეთ აქ 
 
მსურველთა ჩარიცხვა მოხდება საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.
 
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
 
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ბაზისბანკი“
ბანკის კოდი: 220101956
ანგარიში: 8736079
მიმღები: საქართველოს უნივერსიტეტი
 
ნაღდი ანგარიშსწორება შესაძლებელია
საქართველოს უნივერსიტეტის საფინანსო განყოფილებაში (III კორპუსი, ოთახი 505).
 
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ყველა პროგრამისთვის ჩატარდება ინგლისურ ენაში, გარდა სამართლისა და ჯანდაცვის მიმართულების, სადაც გამოცდა იქნება ინგლისურ, ფრანგულ ან გერმანულ ენაში სტუდენტის სურვილისამებრ.
 
საერთო სამაგისტრო გამოცდაში და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაში დადებითი შეფასების მქონე სტუდენტები ჩაირიცხებიან საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი დიპლომის (დედანი) და ვაჟების შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედანი) წარდგენის შემდეგ.
 
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00 საათიდან 21:00 საათამდე
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77
ტელეფონი: 24 11 44 (142)
ვებ-გვერდი: www.ug.edu.ge
ელ-ფოსტა: t.bitsadze@ug.edu.ge
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker