მაგისტრანტის მიერ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმება
მაგისტრანტი საუნივესიტეტო მისაღები და საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდეგ, აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას.
უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას სტუდენტი აფორმებს უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილში.
- ხელშეკრულება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ერთხელ და ის მოქმედებს უნივერსიტეტში სტუდენტის სამაგისტრო სწავლების განმავლობაში (იგულისხმება პროგრამის ხანგრძლივობა). შესაბამისად, არ ექვემდებარება გადასინჯვას არც სწავლების ის ღირებულება, რომელიც აღნიშნულია ხელშეკრულებაში მისი ხელმოწერის დროს, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
- განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა «აკადემიურის აღება», სწავლიდან ხანგრძლივი დროით გამოთიშვა, ისევე, როგორც ჩავარდნილი საგნების ხელახლა აღება და. ა. შ. კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში არ თავსდება და მათ არეგულირებს საუნივერსიტეტო წესდების შესაბამისი მუხლები.
მაგისტრატურაში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა, კონტრაქტის გაუქმება
- სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც შესაბამისი სწავლების მენეჯერი მიიღებს სტუდენტისგან წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესახებ.
- გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წყვეტენ სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, ანუ ირიცხებიან უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
- უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გაუუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი შესაბამის ვადებში არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებას.
სტუდენტ-მაგისტრანტს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან სემესტრის დაწყებამდე პერიოდში, სანახევროდ უნაზღაურდება სწავლის საფასური, თუ ის დარეგისტრირებული იყო ხუთივე სამაგისტრო საგანზე და, შესაბამისად, გადახდილი ჰქონდა ხუთივე საგნის, ანუ სემესტრის სრული ღირებულება. თუ სტუდენტი დარეგისტრირებული იყო მხოლოდ სამ საგანზე, მას უნაზღაურდება ერთი საგნის თანხა. სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, სტუდენტს გადასახადი არ უნაზღაურდება. გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი უწყდებათ დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო.

