შეფასება ხდება ქულათა სისტემით. მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას / 100%. საგანში დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარია მაქსიმალური შეფასების 51% - 51 ქულა;
ფინალური გამოცდა სარგებლობს უპირატესი მნიშვნელობით. საბოლოო გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტი მიუხედავად მისი მიღწევებისა შეფასების სხვა კომპონენტებში ითვლება ჩაჭრილად.
სტუდენტ-მაგისტრანტს საგანი ჩავარდნილად ეთვლება და, შესაბამისად, საგანი უპირობოდ ხელახლა აქვს ასაღები, თუ ფინალურ გამოცდაზე მან ვერ გადალახა 70% (ამ შემთხვევაში ფინალური გამოცდის 35 ქულა მიჩნეულია 100%-ად, 35-ის 70% = 24,5 დამრგვალებულად – 24 ქულა).
სუ-ს შეფასების მოდელი მაგისტრანტებისათვის შემდეგი სახისაა:
- კვირეული შეფასება (წერითი ჩათვლები, საშინაო დავალება, ზეპირი გამოკითხვა ან პედაგოგის მიერ დადგენილი სხვა აქტივობა, რომელიც მას სტუდენტის კვირეული
- მოსწრების შეფასების შესაძლებობას აძლევს 15 ქულა / 15%
- შუალედური გამოცდა (შერეული, ან წერითი) 25 ქულა / 25%
- წერითი/ზეპირი რეფერატი, პრეზენტაცია, ან სხვა კურსის ხელმძღვანელის მიერ წინასწარ დადგენილი პროფესიული აქტივობა - 25 ქულა / 25%
- დამამთავრებელი (ფინალური) გამოცდა 35 ქულა / 35%

