სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს
საქართველოს უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა მათი სხვადასხვა პროგრამებში (მათ შორის სამედიცინო დაზღვევის) ჩართვის გზით. ამ მიზნით კავშირს ამყარებს სხვადასხვა დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, მოიძიებს სხვადასხვა პროგრამების შესახებ ინფორმაციას, ახდენს ანალიზს, წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს ინფორმაციასა და რეკომენდაციებს.
სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოორდინირებას უწევს უნივერსიტეტის მიერ თანამშრომლებისა და სტუდენტების მიმართ სოციალური შეღავათებისა და დახმარების გაწევას.
საქართველოს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი დაზღვეულია.
უნივერსიტეტში არის ექიმის კაბინეტი, სადაც შესაძლებელია თანამშრომელთა და სტუდენტთა პირველადი სამედიცინო მომსახურეობა. ექიმის საშუალებით ხდება სტუდენტთა გაცდენების საპატიო მიზეზის დადგენა. ამისათვის სტუდენტი წინასწარ აფრთხილებს უნივერსიტეტს ავადმყოფობის შესახებ (დარეკვით, განცხადების დაწერით ოჯახის წევრის, მეგობრის, თანაკურსელის და ა.შ. მიერ). ექიმის მიერ ხდება შემოვლა და ავადმყოფობის დადასტურება.
უნივერსიტეტის ექიმი ელენე თოთაძე
ოთახი: III კორპუსი, II სართული
ტელ.: 24 11 44 (113)
ელ. ფოსტა: e.totadze@ug.edu.ge

