მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეპარტამენტებია:

  • >პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები
  • ჟურნალისტიკა და მასკომუნიკაციები
  • ფსიქოლოგია

მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუდენტებო, უპი რველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ საქართველოში დღეს არსებულ მრავალ უნივერსიტეტს შორის, სწორედ საქართველოს უნივერსიტეტზე გააკეთეთ არჩევანი. პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ამ გადაწყვეტილებით ყოველთვის იამაყებთ. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა მიმართულება და საგანი, რომელსაც ეუფლებით, თანამედროვე განათლების სისტემაზე და საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რადგან სწორედ თანამედროვე მოთხოვნებზე დაყრდნობითა და მათი გათვალისწინებითაა შესაძლებელი კარგი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, საერთაშორისო

ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების აღზრდა.

XXI საუკუნე პოლიტიკის და კომუნიკაციის ეპოქაა. საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებათა სკოლის პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის პროგრამები საუკეთესო ცოდნას შეგძენთ საქართველოში და, შესაბამისად, თანამედროვე ეპოქის ყველაზე საჭირო და აუცილებელ ადამიანებად გაქცევთ. მხოლოდ თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის მეშვეობითაა შესაძლებელი ისეთი სპეციალისტების აღზრდა, რომლებიც საქართველოს მომავალს უზრუნველყოფენ.

იმის დასტურად, რომ ჩვენი სკოლა პოლტიკისა და მედიის ყველაზე მიშვნელოვან ღირებულებებს ეყრდნობა და თანამედროვე ქართულ რეალობას ქმნის, რომლის პრიორიტეტი არის დაბალანსებული მუშაობა, გადავწყვიტეთ, ხელი შეგვეწყო ისეთი სტუდენტური პროდუქციების წარმოებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, გაზეთი "ობზერვერი", რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და საზოგადოებისთვის საინტერესო ისტორიებს უამბობს ადამიანებს, იმ ისტორიებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვაინტერესებს, გვაწუხებს და რომლებიც ღრმა კვლევასა და ანალიზს საჭიროებენ. ჩვენ არ ვზრდით თაობას, რომლის პრიორიტეტიც სენსაციაა, ჩვენ ვზრდით თაობას, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას შეასრულებს და იქნება ორიენტირებული მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნასა და ინტერესზე.

თანამედროვე სპეციალობების შემოტანა ქართულ საგანამანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ახალს ვნერგავთ და ახლებურად ვუყურებთ ქართული სახელმწიფოს მომავალს.

პატივისცემით

სკოლის დირექტორი

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 18.05.2012
best tracker