მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
27.03.2010 | პროფესორი მერაბ ტურავა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სამეცნიერო სტიპენდიატია

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა მერაბ ტურავამ მიიღო შეტყობინება, რომ იგი გახდა გერმანიის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრესტიჟული სამეცნიერო სტიპენდიატი.
ჰუმბოლდტის ფონდის დებულების თანახმად, ეს სტიპენდია გათვალისწინებულია უცხოელი გამოჩენილი და გამოცდილი მკვლევარებისათვის მეცნიერების სხვადასხვა დარგებში. სტიპენდიის დანიშვნის დროს არ არსებობს რეგიონალური და დარგობრივი კვოტები, არამედ ავტორიტეტული კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება კანდიდატის მეცნიერული მონაცემების, სამეცნიერო კონტაქტებისა და წარმოდგენილი სამეცნიერო კონცეფციის მიხედვით.
გადაწყვეტილების მიღების წინ ხდება კომისიისათვის კანდიდატის შესახებ არაერთი მეცნიერის მიერ რეკომენდაციისა და დასკვნის წარდგენა, რის შემდეგაც, კომისია, თავის მხრივ, მიმართავს დამოუკიდებელ ექსპერტებს დასკვნისათვის, რომელთა ვინაობაც უცნობია კანდიდატისათვის.
ჰუმბოლდტის სამეცნიერო სტიპენდია ითვალისწინებს პერიოდულად, 18 თვის განმავლობაში, სამეცნიერო კვლევის ჩატარებას გერმანულ უნივერსიტეტებში, ასევე, მივლინებებს სხვა ევროპულ უნივერსიტეტებში.
კვლევის დამთავრების შემდეგ, სტიპენდიატი ხდება ,,ჰუმბოლდტის სამეცნიერო ოჯახის” წევრი და ფონდის ხელშეწყობით განაგრძობს მეცნიერულ თანამშრომლობას გერმანულ და სხვა ევროპულ სამეცნიერო ცენტრებთან.
ჰუმბოლდტის სტიპენდია, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს პიროვნების სამეცნიერო აღიარებას და მისი მინიჭება მეცნიერისათვის პრესტიჟიულია..

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker