სამშაბათს, 6 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ჟურნალისტ ვახო სანაიასთან. ჟურნალისტს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის III და IV კურსის სტუდენტებმა უმასპინძლეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, სადაც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუმართან აქტიური დისკუსია გამართეს იმიტირებული ,,ქრონიკის“ თემის ირგვლივ. ჟურნალისტმა ისაუბრა თავის განვლილ პროფესიულ გზაზე და სტუდენტებს რჩევები მისცა. იგი კმაყოფილი დარჩა შეხვედრით და აღნიშნა, რომ სტუდენტები კარგად იყვნენ მომზადებულნი, რაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებზეც აისახა.