17.04.2010 | სამი ონლაინ ჟურნალის პრეზენტაცია
საქართველოს უნივერსიტეტში, 29 აპრილს, 15:00 საათზე რუსთაველი ჰოლში (ოთახი 507) მოეწყობა სამი ონლაინ ჟურნალის პრეზენტაცია. შეხვედრაზე სამივე ჟურნალის სარედაქციო ჯგუფები ისაუბრებენ თემებზე:
- როგორ დაიბადა ჟურნალის კონცეფცია.
- რა პრინციპით ხდება ნამუშევრების შერჩევა.
- როგორ შეიძლება საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნება ჟურნალებში.
- რა არის საჭირო მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის.
- პრაქტიკული რჩევები მათ, ვისაც ელექტრონული ჟურნალის შექმნა სურს.
ჟურნალების ელეწტრონული მისამართებია:
- http://georgenebieridze.tumblr.com/tagged/CZE(ახლო მომავალში გადაინაცვლებს მისამართზე www.cze.net)
- www.beatmagazine.net
- http://www.wearesweet.net/
სანდრო ასათიანი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ვიზუალური კომუნიკაციის ისტორია–პირველი წიგნებიდან ელექტრონულ გამოცემებამდე.
დაათვალიერეთ პრეზენტაციის პროგრამა
დასწრება უფასოა, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია.
დასწრების მსურველები დაგვიკავშრდით:
თიკო კობაძე: 877 55 66 56; t_kobadze@yahoo.com
მარიამ ნეფარიძე: 893 93 53 09; marusa_n@yahoo.com

