კონფერენცია მიზნად ისახავს:
კონფერენციამ უნდა წარმოაჩინოს სტუდენტთა შეხედულებები, ნოვაციური იდეები, ახლებური ხედვა ჟურნალისტიკის განვითარებისა, მათი დამოკიდებულება მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიის ცალკეული საკითხებისადმი, რაც მათ საშუალებას მისცემს, გამოუმუშავდეთ ანალიტიკური ანალიზისა და დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- კონფერენციის მონაწილეებისათვის გასათვალისწინებელი მოთხოვნები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტს.
- ნაშრომი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 8 და არაუმეტეს 15 გვერდისა, საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე Power Point-ში.
- საკონფერენციო დოკუმენტაციის წარდგენის პირობები:
- კონფერენციის მონაწილემ 2010 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე უნდა წარმოადგინოს ერთგვერდიანი თეზისის ელექტრონული ვერსია მოცემულ ელ-მისამართზე.
საკონფერენციო მოთხოვნები:
- თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა – 1 მაისი
- საკონფერენციო თემების წარმოდგენის ბოლო ვადა –20 მაისი
- კონფერენცია ჩატარდება 4 ივნისს - 12 სთ.
- რუსთაველის დარბაზი (ოთახი 505), I კორპუსი, საქართველოს უნივერსიტეტი
საკონფერენციო ნაშრომის შეფასებისას გასათვალისწინებელია შემდეგი კრიტერიუმები:
კრიტერიუმების განმარტება:
- ნაშრომის შინაარსობრივი მხარე და მოცულობა: ---- მომხსენებელს მოეთხოვება ვრცელი მსჯელობა არჩეული თემის გარშემო. ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს და უნდა გვაწვდიდეს ამომწურავ ინფორმაციას,მსჯელობაუნდა იყოს სრულყოფილად ჩამოყალიბებული.
- ნაშრომის ორგანიზება და ლოგიკურად გაგება, პრობლემის წარმოჩენა: ---- მომხსენებლს მოეთხოვება მსჯელობის თანმიმდევრულობის დაცვა, აბზაცების გამოყოფა და მოსაზრებათა ლოგიკური დაკავშირება ერთმანეთთან.
- დასაბუთება ( არგუმენტირება) და ციტირება:---- მომხსენებელს მოეთხოვება სათქმელის დასაბუთება და არგუმენტების შესაბამისი მასალით გამყარება, სქოლიოს გამოყენება.
- ფაქტობრივი სიზუსტე, ზოგადი განათლება და წიგნიერება: ---- ნაშრომში არ უნდა იყოს დაშვებული ფაქტობრივი ხასიათის უზუსტობები, უნდა გამოვლინდეს მომხსენებლის ზოგადი განათლება და წიგნიერება.
- დამოუკიდებელი აზროვნება, ორიგინალურობა: ---- ნაშრომში უნდა გამოვლინდეს მომხსენებლის დამოუკიდებელი აზროვნება, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა, ორიგინალურობა.
- ლექსიკა და სტილი: ---- მომხსენებელს მოეთხოვება აზრის ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდ გამოხატვა, აგრეთვე ისიც, რომ ნაწერი სტილისტურად გამართული იყოს.
კონკურსის პირობები:
- კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელით.
- სამი საუკეთესო თემის ავტორი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ წინასწარი განაცხადის ფორმა. (გადმოაგზავნონ მითითებულ ელ-მისამართზე).
საბუთების მიღება წარმოებს ”საქართველოს უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში.
პროექტის ავტორი: საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სრული პროფესორი მაია მაჭავარიანი.
საკონტაქტო პირი: თიკო კობაძე
მის.: კოსტავას ქ. 77ა
ოთახი: 411, I კორპუსი
E-mail: t_kobadze@yahoo.com
ტელ.: 24 11 44 (173); 877 55 66 56

