მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
05.05.2010 | ესეების კონკურსი „გენდერი და თანამედროვეობა”

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო და საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაცია აცხადებენ ესეების კონკურსს თემაზე „გენდერი და თანამედროვეობა”.

კონკურსის მონაწილეებისათვის წაყენებული მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონკურსი ტარდება თბილისის მასშტაბით.

ესეისთვის წაყენებული შინაარსობრივი და ტექნიკური მოთხოვნები:

ესეი უნდა ასახავდეს საქართველოში გენდერთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას. ესეი შეიძლება ეხებოდეს შემდეგ თემებს: გენდერი და ძალადობა, გენდერი და შრომითი უფლებები, გენდერი და ოჯახური ურთიერთობები, გენდერი და მედია, განათლების სისტემა და გენდერი, გენდერი და კანონმდებლობა, საზოგადოება, გენდერი და სტერეოტიპები და ა.შ. მონაწილეები არ არიან შეზღუდულები ჩამოთვლილი საკითხებით.

ესეი შესრულებუული უნდა იყოს ქართულ ენაზე. ესეის მოცულობა უნდა შეადგენდეს 4-10 გვერდს. ნაშრომს თან უნდა დაერთოს თეზისები, არა უმეტეს 2 გვერდად. ესეის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს `LitNusx~-ში ან `AcadNusx~-ში , ხოლო უცხოენოვანი ტექსტი `Times New Roman~-ში, შრიფტის ზომა-12, სქოლიოს ზომა-10, სტრიქონებს შორის დაშორება- 1.5.

კონკურსის ეტაპები:

კონკურსი ჩატარდება ორ ძირითად ეტაპად.

 პირველ ეტაპზე, კონკურსისთვის სპეციალურად მოწვეული ჟიური, წარმოდგენილი თეზისების განხილვის შედეგად, გადაწყვეტს ესეების კონფერენციაზე დასაშვებობის საკითხს.

მომდევნო ეტაპზე გაიმართება კონფერენცია, სადაც შედგება ესეების დაცვა. დაცვის პროცესი მოიცავს კონკურსანტების მიერ თემების პრეზენტაციასა და შეკითხვა-კამათს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჟიურის წევრები და დამსწრე საზოგადოება.

თემების დაცვისა და ესეების შეფასებათა შეჯამების შედეგად გამოიკვეთება საუკეთესო ნაშრომები.

პრიზი:

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება სპეციალურ კრებულში პუბლიკაციის სახით. ესეები განთავსდება ასევე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებ-გვერდზე.

საუკეთესო ესეის ავტორი გაემგზავრება გერმანიაში გენდერის საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე.

ესეის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 7 ივნისი.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ.გვერდებზე: www. boell.ge და  www. glsa.ge ან მოგვმართეთ:
საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაცია
თაყაიშვილის ქ.4
ტელ/ფაქსი: +995 32 22 51 49; +995 32 17 62 85; +995 55 96 20 60

e-mail: glsa.information@gmail.com

khatuna@boell.ge

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker