2010 წლის 7-8 ქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათასკოლა ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე – “კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი–პრობლემები და პერსპექტივები”.
განაცხადები მიიღება 5 სექტემბრის ჩათვლით.
განაცხადს უნდა ახლდეს:
- მომხსენებლის გვარი, სამუშაო ადგილი, პოზიცია;
- მოხსენების სახელწოდება და მოკლე შინაარსი (დაახლოებით 800–850 სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე, შრიფტი Sylfaen , 11, დაშორება 1/5);
- მოთხოვნა აუდიო-ვიზუალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (პროექტორი, ლეპტოპი და ა.შ.);
- საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი
მონაწილეობის ღირებულება: 60 ლარი (ღირებულებაში შედის მოხსენების გამოქვეყნება, ლანჩი და კულტურული პროგრამა).
თანხა ა.წ. 5 სექტემბრამდე უნდა გადმოირიცხოს:
ანგარიშის ნომერზე: 22036069
ბაზისბანკის კოდი: 220101956
(დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის საერთაშორისო კონფერენცია).
მოხსენებათა შინაარსები გამოქვეყნდება რეფერირებად ჟურნალში Caucasus Journal of Social Scinces.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 77ა, 0175
ტელ.: 241144 (159)
ელ. ფოსტა: t.gudushauri@ug.edu.ge

