საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სახელმწიფო მართვის
სასერთიფიკატო პროგრამაზე
საგნის აღწერა
კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან სახელმწიფო მმართველობის პრინციპებს. კურსი შეეხება როგორც ტრადიციული ბიუროკრატიის, ასევე ახალი საჯარო მმართველობის პრინციპებს. ძირითადი აქცენტი გაკეთებული იქნება მომხმარებელზე ორიენტირებულ საჯარო პოლიტიკასა და მმართველობაზე.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- ანსაზღვროს სახელმწიფო მართვა, როგორც დამოუკიდებელი აკადემიური დისციპლინა
- ღწეროს საჯარო სექტორის შემადგენელი კომპონენტები და მათი ურთიერთდამოკიდებულება აშშ–სა და საქართველოს მაგალითზე
- ააანალიზოს სახელმწიფო მართვის პროცესი და მასში მონაწილე ძირითადი მხარეები
- ამოყალიბოს საჯარო მოხელის როლი სახელწიფო მართვის პროცესში, მისი ძირითადი უფლებები და მოვალეობები
- ანიხილოს ლიდერობის ტიპები , ლიდერობის მნიშვნელობა საჯარო მოხელისათვის
- ანაზოგადოს ორგანიზაციული მართვის თეორია სახელმწიფო სექტორზე
- ეაფასოს ეთიკური პრინციპების მნიშვლეობა სახელწიფო მართვაში
- ეადაროს მართვის პროცესი სახელწიფო და კერძო სექტორებში და გამოავლინოს თითოეული მათგანისთვის დამახასიათებლი თავისებურებები
პროგრამა განკუთვნილია მათთვის ვისაც სურთ პროფესიული მოღვაწეობა საჯარო სამსახურში, მათ შორის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო მართვის პროცესში. აღნიშნული პრგოგრამა განსაკუთრებით საინტერესოა საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.
პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 15 კვირა.
თითოული ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი.
პროგრამის დაწყების თარიღი: 10 სექტემბერი 2010.
პროგრამის დასრულების თარიღი: 30 დეკემბერი 2010.
ლექციები ჩატარდება: საქართველოს უნივერსიტეტში.
პროგრამის ღირებულება: 300 ლარი.
მიმდინარეობს რეგისტრაცია
რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 10 სექტემბერი 2010.
საკონტაქტო ინფორმაცია :
მისამართი: კოსტავას 77a, 0160 თბილისი, საქართველოტელეფონი: (+99532) 24 11 44 (შიდა 142) მობ: 891 992 966
ვებ-გვერდი: www.ug.edu.ge
ელ-ფოსტა: t.bitsadze@ug.edu.ge

