მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
10.09.2010 | საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასერთიფიკატო პროგრამა

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საჯარო პოლიტიკის ანალიზის
სასერთიფიკატო პროგრამაზე

კურსის აღწერა

მოცემული კურსის მეშვეობით მსმენელები გაეცნობიან მრავალდისციპლინური პოლიტიკის ანალიზის სფეროს. მათ მიეწოდებათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა აღნიშნული დისციპლინის არსისა და როლის შესახებ, არამედ შეიძენენ იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც, რომლებიც აუცილებელია ინფორმაციის დამუშავების, პოლიტიკური იდეების ეფექტურობის განსაზღვრის, არსებული პოლიტიკური მიმართულებების შეფასების, შესაძლო შედეგების პროგნოზირებისათვის და სხვ. კურსის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან იმ ძირითად მეთოდებს, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკურ ანალიტიკოსს ინფორმაციის მოძიებისა და მისი ანალიზისთვის სჭირდება. ასევე გაეცნობიან იმ წესებს, რომელთა მიხედვითაც იწერება ანგარიში კონკრეტული პოლიტიკური საკიხის შესახებ, მზადდება მოკლე პოლიტიკური კვლევა ან ნებისმიერი სხვა სახის ანალიზი.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • პოლიტიკის ანალიზის სფეროში ფარდთოდ გამოყენებადი ცნებებისა და ძირითადი ტერმინების პრაქტიკაში გამოყენებას;
  • პოლიტიკის მიმდინარეობის ანალიზს;
  • პოლიტიკის განხორციელების ძირითადი პრობლემებისა და ბარიერების გამოვლენასა და ახსნას;
  • მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგების პროგნოზირებას;
  • პოლიტიკური სტრატეგიების შეფასებას;
  • ახალი პოლიტიკური სტრატეგიების შემოღების ან მიმდინარე სტრატეგიების შეცვლის რეკომედაციის მიცემას;

პროგრამა განკუთვნილია მათთვის ვისაც სურთ პროფესიული მოღვაწეობა საერთაშორისო, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო და კერძო ანალიტიკურ ცენტრებში.
პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატს.

პროგრამის ხანგრძლივობა 15 კვირა. თითოული ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი.

პროგრამის დაწყების თარიღი: 10 სექტემბერი 2010.

პროგრამის დასრულების თარიღი: 30 დეკემბერი 2010.

ლექციები ჩატარდება: საქართველოს უნივერსიტეტში.

პროგრამის ღირებულება: 300 ლარი.

მიმდინარეობს რეგისტრაცია

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 10 სექტემბერი 2010.

საკონტაქტო ინფორმაცია :

მისამართი: კოსტავას 77a, 0160 თბილისი, საქართველო.
ტელეფონი:
(+99532) 24 11 44 (შიდა 142)

მობილური: 891 992 966
ვებ-გვერდი: www.ug.edu.ge
ელ-ფოსტა:
t.bitsadze@ug.edu.ge

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker