მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
10.09.2010 | სოციალური პოლიტიკის სასერთიფიკატო პროგრამა

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სოციალური პოლიტიკის
სასერთიფიკატო პროგრამაზე

კურსის აღწერა

შემოთავაზებული კურსი წარმოადგენს სოციალური პოლიტიკის პროცესის თეორიის შესავალს, დაწყებული მისი ფორმულირების მომენტიდან, მის მიღებასა და განხორციელებამდე. კურსი კონცენტრირებულია სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტების როლზე სოციალური პოლიტიკის პროცესებთან მიმართებაში. აღნიშნული კურსი ასევე მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სოციალური პოლიტიკის პროცესის შემადგენელი კომპონენტების განსაზღვრება, პოლიტიკის ფორმულირება, პოლიტიკის პოტენციური განმახორციელებლები და ბენეფიციარები, საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოები, სოციალური პოლიტიკის განხორციელების პროცესი და საბოლოო შეფასება

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება:

  • სოციალური პოლიტიკის პროცესის მთავარი ეტაპების იდენტიფიცირება.
  • სოციალური პოლიტიკის პროცესში მონაწილე მთავარი სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების განსაზღვრება.
  • საჯარო ინსტიტუტების როლისა და მიზნების იდენტიფიცირება.
  • სოციალური პოლიტიკის განხორციელებისა და შეფასების პროცესის აღწერა.
  • სოციალური პოლიტიკის პროცესების მაგალითების, როგორც სოციალური კეთილდღეობის კერძო შემთხვევის, აღწერა.
  • ცალკეული შემთხვევების შედარებითი შესწავლა და ანალიზი.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის ვისაც სურთ პროფესიული მოღვაწეობა საჯარო სამსახურში, მათ შორის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც მონაწილეობენ სოციალური პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში.
პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 15 კვირა.

თითოული ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი.

პროგრამის დაწყების თარიღი
:10 სექტემბერი 2010.

პროგრამის დასრულების თარიღი: 30 დეკემბერი 2010.

ლექციები ჩატარდება: საქართველოს უნივერსიტეტში.

პროგრამის ღირებულება: 300 ლარი.

მიმდინარეობს რეგისტრაცია

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 10 სექტემბერი 2010.

საკონტაქტო ინფორმაცია :

მისამართი: კოსტავას 77a, 0160 თბილისი, საქართველო.

ტელეფონი: (+99532) 24 11 44 (შიდა 142)

მობილური: 891 992 966
ვებ-გვერდი: www.ug.edu.ge
ელ-ფოსტა: t.bitsadze@ug.edu.ge

 

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker