მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი


  11.04.2008  რონალდ მანგუმი საქართველოს უნივერსიტეტში






  01.03.2008  ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს უნივერსიტეტში
დღეს 27 თებერვალს, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ევროსაბჭოს სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში იგორ გონს. მეტად საინტერესო ლექციაში სტუმარი მოკლედ შეეხო ისეთ თემებს როგორიცაა ევროსაბჭოს ჩამოყალიბება და ამ ორგანიზააციის მისია, უფრო ვრცლად მიმოიხილა 1994 და 1999 წლის მოვლენები, როცა საქართველო პირველად იქნა განხილული როგორც წევრობის კანდიდატი მისი კულტურის წყალობით და მოგვიანებით გაწევრიანდა ორგანიზაციაში, სირთულეები რომლებიც ქვეყანას ჰქონდა დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, ვარდების რევოლუციის შემდგომი პოზიტიური ძვრები და ქვეყნის იმიჯის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.




  02.02.2008  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს უნივერსიტეტში
ახალი სემესტრის დაწყებისთანავე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში განახლდა საინტერესო სტუმრების მოწვევის ტრადიცია. საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე. მოწვეულმა სტუმარმა მოკლედ მიმოიხილა სამინისტროს სტრუქტურა და სხვადასხვა დეპარტამენტის ფუნქციებზე საუბრისას შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, კონფლიქტების მოგვარების შედეგზე ორიენტირებული გზების არჩევის აუცილებლობა, საქართველოს როლი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაში, მისი როგორც სუამის წევრი ქვეყნის ურთიერთობა მეზობელ აზებაიჯანთან და სომხეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობა.


  01.11.2007  საქართველოს უნივერსიტეტში ნატო-ზე საუბრობენ



<<< <<    1  2  3  4  5  >> >>>
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker