14.09.2007 ვიზიტი პიზის უნივერსიტეტში, იტალია
09.05.2007 შეხვედრა რობერტ კრისტიანსენთან
18.04.2007 შეხვედრა ”გმინის” ვიცე პრეზიდენტთან
13.04.2007 სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი სსმუ-ში
13.04.2007 შეხვედრა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორთან


სსმუს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დირექტორი, კორნელი კაკაჩია პოლიტიკურ მეცნიერებათა ევროპული კონსორციუმის მოწვევით იმყოფებოდა პიზის უნივერსიტეტში, იტალია. 5-8 სექტემბერს ჩატარდა ამავე ორგანიზაციის კონგრესი, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 600 მეცნიერი. ბატონმა კორნელიმ წაიკითხა მოხსენება თემაზე: ”საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ქართულ აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებაში” მოხსენება გამოქვეყნდა კონფერენციის მასალებში. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც საქართველოს წარმომადგენელი ესწრებოდა ასეთ მნიშვნელოვან ფორუმს.
მიმდინარე წლის 7 მაისს, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, ბატონ რობერტ კრისტიანსენთან, თემაზე “საქართველოს ეკონომიკა დღეს.”
მიმდინარე წლის 26 აპრილს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფორუმის და საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „ღია საზოგადოება- საქართველოს“ დირექტორთან, ბატონ დავით დარჩიაშვილთან თემაზე „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები: ახალი ინიციატივები, გამოწვევები და რისკები“. სტუმარმა ისაუბრა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტების დარეგულირების პროცესებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.
მიმდინარე წლის 23 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, ბატონ გიორგი არველაძესთან, თემაზე “ეკონომიკური რეფორმები საქართველოში”.
სტუმარმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განხორციელებულ ცვლილებებზე, რეფორმის დადებით და უარყოფით მხარეებზე, სამომავლო პერსეპქტივებზე. მისი თქმით, “ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი მაჩვენებელი ის არის, რომ საქართველოში, ყველაზე ლიბერალური პირობებია შექმნილი, საგადასახადო კოდექსები კი ბევრად გამარტივებულია, რაც ხელს უწყობს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მასობრივ დაბანდებას და ბიზნესის განვითარებას.
მიმდინარე წლის 12 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის პროექტი EIFL-ის კოორდინატორის, თამუნა ხახუტაშვილის ხელმძღვანელობით, EBSCO-ს და კემბრიჯის უნივერსიტეტის პრეს-მონაცემთა ბაზების პრეზენტაცია ჩატარდა.
მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს ესტუმრა საზოგადოება “გმინის” ეკონომიკური განვითარების ვიცე-პრეზიდენტი იანუშ შევჩუკი, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა”. სტუმარმა წარადგინა საზოგადოება “გმინის" პროექტების სია.
მიმდინარე წლის 5 და 11 აპრილს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის, პროფესორ ულრიკა სოდერლენდთან, თემებზე “კვება შვეციის საზღვაო ჯარებში XII – XVI საუკუნეებში” და “ნამოსახლარების კვლევის პერსპექტივები სკანდინავიის ზღვისპირა ზოლში”. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა. სსმუ-ს სტუდენტებმა იხილეს საინტერესო საპრეზენტაციო მასალა. სტუმარმა სტუდენტებთან ერთად განიხილა აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი საკუთარი სადოქტორო ნაშრომი. ხოლო, ლექციის დასასრულს, მოცემული თემატიკის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.
მიმდინარე წლის 11 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ სკოლას ესტუმრა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი, რომლის ხელმძღვანელობით გაიმართა პრეზენტაცია თემაზე “ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური გათხრები”. ნაჩვენები იყო ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები. ს.ს.მ.უ-ს სტუდენტებმა მრავალი კითხვა დასვეს თემის ირგვლივ.