ორმაგი ხარისხის პროგრამები
ბიზნესის მართვაზე, ტურიზმზე, ეკონომიკასა და საჯარო მმართველობაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში,საშუალება ექნებათ დამატებით მიიღონ მენეჯმენტის აკადემიის "UniMan" (გრენობლი, საფრანგეთი) დიპლომი, რისთვისაც დამატებითი პირობები დადგინდება მესამე სასწავლო წლის დაწყებამდე. სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ქართულ და ფრანგულ დიპლომებს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში ჩარიცხულ სტუდენტებს, სურვილის შემთხვევში, საშუალება ექნებათ ერთი სემესტრი გაატარონ მიუნსტერის (გერმანია) ან რომის "La Sapienza"-ს (იტალია) უნივერსიტეტში, რისთვისაც დამატებითი პირობები დადგინდება მესამე სასაწავლო წლის დაწყებამდე.
საქართველოს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში. ეს პროგრამები საშუალებას აძლევთ სტუდენტებს გაატარონ რამდენიმე თვე საზღვარგარეთ, ისწავლონ საუკეთესო ლექტორების გარემოცვაში, გაიზიარონ სხვა ქვეყნის კულტურული თავისებურებები, დაეუფლონ უცხო ენას, კიდევ უფრო სრულყოფილად დაამყარონ კონტაქტები, რაც მათ პროფესიული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად დაეხმარება მომავალში.
სტუდენტებს შეუძლიათ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან აირჩიონ მათთვის სასურველი. ესენია:
|
|

