შეფასება ხდება ქულათა სისტემით. მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას / 100%. საგანში დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარია მაქსიმალური შეფასების 51% - 51 ქულა;
ფინალური გამოცდა სარგებლობს უპირატესი მნიშვნელობით. საბოლოო გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტი მიუხედავად მისი მიღწევებისა შეფასების სხვა კომპონენტებში ითვლება ჩაჭრილად.
უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტს საგანი ჩავარდნილად ეთვლება და, შესაბამისად, საგანი უპირობოდ ხელახლა აქვს ასაღები, თუ ფინალურ გამოცდაზე მან ვერ გადალახა 60% (ამ შემთხვევაში ფინალური გამოცდის 30 ქულა მიჩნეულია 100%-ად. 30-ის 60% = 18 ქულას).
შეფასების მოდელი შემდეგი სახისაა:
- კვირეული შეფასება (წერითი ჩათვლები, საშინაო დავალება, ზეპირი გამოკითხვა ან პედაგოგის მიერ დადგენილი სხვა აქტივობა, რომელიც მას სტუდენტის ყოველკვირეული მოსწრების შეფასების შესაძლებობას აძლევს 18 ქულა / 18%
- შუალედური გამოცდა 20 ქულა / 20%
- შუალედური გამოცდა 20 ქულა / 20%
- დამამთავრებელი გამოცდა 30 ქულა / 30%
- წერითი რეფერატი – პრეზენტაცია 6 ქულა / 6%
- დასწრება 6 ქულა/ 6%

